საჭიროა 9863 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოხდეს ტაქსის მძღოლების აღრიცხვა და ლიცენზირება
მოგეხსენებათ, რომ დღეს-დღეობით ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ჰყავს მანქანა, შეუძლია შეიძინოს ტაქსის ნიშანი და კლიენტებს მოემსახუროს. ისინი არამხოლოდ თვითნებურად საქმდებიან, ყოველგვარი დამატებითი ფსიქოლოგიური ტესტირებისა თუ შემოწმების გარეშე, არამედ ასეთივე წესით ხდება მათი მიღება ტაქსის კომპანიებში. მომხმარებლების უფლებები და უსაფრთხო გადაადგილების გარანტია კი ბუნებრივია ამ დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება მოცემული გადაადგილების საშუალებების ტექნიკური დათვალიერება. ხშირ შემთხვევაში არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ტაქსის მძღოლს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე უსაფრთხოდ მიგვიყვანოს. ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მოცემულ თემატიკაში, 20-30 ლარის ფარგლებში საკმაოდ მარტივად, ყოველგვარი შემოწმების გარეშეც კი მოიპოვება. ამ შემთხვევაში საჭიროა არამხოლოდ ჯანმრთელობის ცნობა, არამედ ცნობა ნასამართლეობის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიურიდან, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება არის თუ არა პიროვნება საშიში მომხმარებლებისათვის.
დარწმუნებული ვარ, რომ გსმენიათ ისტორიები ტაქსის მძღოლების მიერ სექსუალურად შევიწროებული ადაიანების შესახებ. თქვენს გარშემო იქნება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც არაკვალიფიციური მძღოლის წყალობით ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუზიანდა. ჩვენივე სიკეთისა და სიმშვიდისათვის გთხოვთ მოაწეროთ პეტიციას ხელი.