საჭიროა 29997 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
მოვითხოვთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აიკრაძალოს პიროტექნიკის გაყიდვა (არასერტიფიცირებულ პირებზე)
მოვითხოვთ, პარლამენტში შევიდეს და იქნას განხილული კანონპროექტი რომლის საშვალებითაც საქართველოში აიკრძალება პიროტექნიკის გაყიდვა და გამოყენება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, როგორც 18 წელს მიუღწეველ პირებზე ასევე სრულწლოვან ადამიანებზე. პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანის გაყიდვის-ყიდვის და გამოყენების უფლება წვეულებებზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე უნდა ქონდეს კანონით წინასწარ განსაზღვრულ მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს რომლებსაც ექნებათ გავლილი სპეციალური კურსები.
- პიროტეკნიკის ,,არასერტიფიცირებულ” პიროვნებაზე მიყიდვის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 500 ლარიანი ჯრიმით, იურიდიული პირი კი 1500 ლარიანი ჯარიმით. 1 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 1500 ლარინი ჯარიმით, იურიდიული პირი 5000 ლარიანი ჯარიმით.
- პიროტექნიკის გამოყეების შემთხვევაში (გარდა არასერტიფიცირებული პირისა და კანონით განსაზღვრული ადგილებისა), ფიზიკური პირი დაჯარიმდეს 250 ლარიანი ჯარიმით, იურიდიული პირი 1000 ლარიანი ჯარიმით. 1 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პიზიკური პირი დაჯარიმდეს 500 ლარიანი ჯარიმით იურიდიული პირი 2000 ლარიანი ჯარიმით.
31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ასევე, კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 არასრულწლოვანი შეიყვანეს. 7 მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არასრულწლოვნებს ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული.
დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
შემოუერთდით პეტიციას.