საკონტაქტო ინფორმაცია
დაცული იყოს მძღოლის უფლებები

საჭიროა 9982 ხელმოწერა

18
10000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

დაცული იყოს მძღოლის უფლებები

მაშინ როდესაც მძღოლი მოძრაობს საავტომობილო მისთის განკუთვნილ გზაზე და ქვეითი არ მოძრაობს ტროტუარზე მუდმივად ქვეითს რატომ აქვს უპირატესობა? დაცული იქნეს მძღოლის უფლებები, მაშინ როდესაც ქვეითი არ მოძრაობს მისთვის განკუთვნილ ტროტუარზე ან არ სარგებლობს ქვეითთა გადასასვლელით და მისთვის სასურველ ადგილას გადადის და ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლს მიენიჭოს 100% იანი გამართლება. ჩაიდოს ეს კანონში რათა ქვეითმა იცოდეს თავისი ადგილი და მძღოლმა თავისი. მძღოლი თუ ავა ტროტუარზე და დაეჯახება ქვეითს ხომ დამნაშავეა ისევე იყოს დამნაშავე ქვეითი რომელიც საავტომობილო გზაზე მოძრაობს ან გადადის არა ქვეითთა გადასასვლელზე ე.წ. ზებრაზე. გამკაცრდეს ჯარიმები ქვეითებზე, რათა თავიდან იქნეს არიდებული ავტოსაგზაო შემთხვევები და მივუახლოვდეთ იმ ევროპას მაინც რომელზეც ვოცნებობთ. უპირატესობა ქვეითს არ უნდა ქონდეს ყოველთვის და ყოველთვის ქვეითი არ უნდა იყოს მართალი. რა საჭიროა ტროტუარების ან ქვეითთა გადასასვლელების მოწყობა თუ არ დაჯარიმდნენ და არ გამტყუნდნენ მაშინ როდესაც გადადიან ან მოძრაობენ საავტომობილო გზაზე სადაც არ ეკუთვნით? მაშინ გავაუქმოთ ყველა კანონი და ქვეითი ვაქციოთ თვით კანონად. მეტი უფლებები მძღოლს. ვინც ეთანხმებით ჩემს მოსაზრებას გთხოთ გააზიაროთ და მოაწეროთ ხელი რათა კანონი გამკაცრდეს ქვეითებისთვის და მძღოლებსაც შიში არ ქონდეთ რომ ვინმეს დაეჯახებიან. ასევე განიტვირთება მოძრაობა ნაწილობრივ. ძალიან დიდ საცობებს იწვევს და ავარიულ სიტუაციებს ქვეითთა მსგავსი ქმედება, მათი არდასჯა და მძღოლის გამტყუნება ხდება ძირითად შემთხვევებში.
ფოტოზე ნაჩვენებია ადგილი სადაც ქვეითი მეჯახება და მიტეხავს სარკეს. ტროტუარიდან 2.60სმ. ზე იქვე მარცხენა მხარეს ჩანს ადამიანი რომელიც არღვევს მოძრაობის წესებს და არ გადადის ზებრა გადასავლელზე. ეს შემთხვევის ადგილია მანდ დამეჯახა ქვეითი და მას ანიჭებენ უპირატესობას რაც ვთვლი არასწორია და კანონში ცვლილებებია შესატანი. ვინც მეთანხმებით მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ ბმული. ერთად ჩამოვაყალიბოთ მოწესრიგებულ და კანონმორჩილი საზოგადოება.