დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
დიღმის მასივის მცხოვრებთა კატეგორიული მოთხოვნა ქალაქის მერიის, დიდუბის რაიონის გამგეობისა და დიღმის მასივის მუნიციპალიტეტისადმი
სამწუხაროდ, თბილისის უსაფრთხო ქალაქი არ არის ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის. განსაკუთრებით საშინელი მდგომარეობა არის დიღმის მასივში, უკვე მრავალი წელია. არადა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ნაწილია.
ქალაქისა და რაიონის ხელმძღვანელობამ ტროტუარებზე, რომელიც დიღმის მასივის მრავალრიცხოვანი მცხოვრებლებისთვის არის გათვლილი, ყოველთვის ტროტუარი იყო და რომლის ტროტუარობას ალტერნატივა არ აქვთ, განსაკუთრებით, რობაქიძის გამზირის გვერდით, დაუშვა მანქანის დაყენების უფლება (პარკინგი), არ გადაკეტა შუაში, არ დააყენა სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები, არ დააყენა ვიდეო კამერები, არ წააწერა ასფალტზე რომ ჩქარი სიარული მანქანებისთვის აკრძალულია, არ მიმდინარეობს დაკვირვება-მონიტორინგი ქალაქის ხელმძღვანელობის წარმომადგენლების მხრიდან და ამგვარად, ტროტუარები აქცია უკულტურო მძღოლების „ტრასად“, რომლებიც, თითქოს, სამანქანო რბოლაში მონაწილეობენო, საკმაოდ დიდი სიჩქარით ჯირითობენ ტროტუარებზე, არად დაგიდევენ უბნის მოსახლეობის, ფეხით მოსიარულე ადამიანების, ბავშვების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ ჩვეულებრივი ადამიანების უფლებას ტროტუარზე უსაფრთხოდ გადაადგილებისა, არად დაგიდევენ კულტურას, მით უმეტეს, ისეთ სიტუაციებში, თუ გრ. რობაქიძის გამზირზე თუ ოდნავ შეფერხდა მანქანების მოძრაობა, აღნიშნულ ტროტუარებზე შემოვარდებიან და რობაქიძის გამზირის პარალელურ „ტრასად“ აქვთ ქცეული, გვერდს უვლიან გამზირს და მიექანებიან ან სანაპიროსკენ ტროტუარის გავლი, ან ტროტუარისვე გავლით, მიექანებიან გადაუსწრონ სხვა, გამზირზე მყოფ მანქანებს დიდი დიღმისკენ, ან დიღმის მასივის რომელიმე კვარტლისკენ და სხვა.
დიღმის მასივის მოსახლეობა, რომელიც ფეხით დადის უბანში, ტროტუარზე დატანჯულია. დედებს ხელიდან ვერ გაუშვიათ ბავშვები, რათა მანქანამ არ გადაუაროს, მოხუცები და ზოგადად გამვლელები დაშინებული არიან, აქეთ-იქით იყურებიან რომ მანქანამ არ დაარტყას, არის ერთიამბავი, სიგნალები, ყვირილი („ქალო გამატარე“ და მისთანები, ზოგჯერ გინებაც) გაწევ-გამოწევა, პატარა ბავშვებს ეშინიათ დასიგნალების (ეშინიათ ზრდასრულებსაც), რომლებიც საკუთარ უბანში გადაადგილდებიან. სიგნალის გამოყენება მხოლოდ ქუჩაში, ტრასაზეა დასაშვები და არა ტროტუარზე. სახიფათოა კვარტლიდან გამოსვლა და ავტობუსის გაჩერებისკენ ან გამზირისკენ წასვლა, ადამიანი გაფაციცებული უნდა იყოს რომ ტროტუარი, - რომელიც ყოველთვის ტროტუარია იყო და ახლაც უნდა ასრულებდეს ტროტუარის ფუნქიაც, - მშვიდობით გადალახოს ადამიანმა, რომ ვინმემ არ გაიტანოს მანქანით...
მრავალჯერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევები, როდესაც ასეთმა ურცხვმა მძღოლებმა, დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებულებმა, მანქანა დააჯახეს გამვლელს, დააზარალეს ფიზიკურად და მორალურად, ზოგს მოუწია მკურნალობა ექიმებთან, ზოგმა კი ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო.
კაცი არ არის პატრონი.
განვითარებულ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება. განვითარებულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტები და ქალაქის ხელმძღვანელობა ზრუნავენ ადამიანებზე, არ ჰყავთ ბედის ანაბარად მიტოვებული ტროტუარზე და უბნებში ფეხით მოსიარულეები, არც კაბინეტებში სხედან უდარდელად და ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულიდან ტყუილად არ იღებენ ხელფასს (მით უმეტეს, ჩვეთან არსებული უმუშევრობის დროს).
ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა! კატეგორიულად მოვითხოვთ:
გრიგოლ რობაქიძის გამზირის ტროტუარებზე აიკრძალოს გამჭოლად სიარული მანანებისათვის, კორპუსიდან კორპუსისკენ, გამზირიდან სანაპიროსკენ, სანაპიროდან მასივის კვარტლებისაკენ (როგორც აკრძალულია და ჩაკეტილია დიღმის პოლიციის წინ). გრ. რობაქიძის გამზირის ყოველი კორპუსის წინ გადაიკეტოს მიმდებარე ტროტუარები მანქანებისთვის შუაში, რომ მხოლოდ მანქანის დასაყენებლად შეძლონ შესვლა, ისიც, მხოლოდ იმ მანქანების, რომლებიც ემსახურებიან გრ. რობაქიძის გამზირზე არსებულ ინფრასტუქტურას (მაღაზიებს და სხვა). დაყენდეს ვიდეო კამერები, სიჩქარის ამკრძალავი ნიშნები. დაყენდეს ბანერები, რომლებზეც (ასფალტზეც შეიძლება) გაკეთდეს წარწერები („არ დაუსიგნალო, არ შეაშინო გამვლელი“, „ნელა იარე“. „გზა დაუთმე ფეხით მოსიარულეს“ და სხვა). დამრღვევი მძღოლები დაჯარიმდნენ და სხვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოვაწყობთ აქციებს და მოვითხოვთ შეიცვალოს ქალაქისა და რაიონის (მუნიციპალიტეტის) ხელმძღვანელობა და პასუხისმგებელი პირები (მით უმეტეს, საარჩევნო წელია...).
მოქალაქები: