საჭიროა 5725 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოვითხოვთ პენსიის გაორმაგებას!
ამ პეტიციას იმ მრავალი პენსიონერის სახელით ვწერ, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე და ვერც ვერანაირად ახერხებენ პირდაპირ გააგონონ ხმა ხელისუფლებას.
საქართველოში მოხუცები მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ყველაზე მთავარი პენსიაა, რომელიც ვერნაირად ვერ წვდება ჩვენს საჭიროებებს - ვის წარმოუდგენია, რომ დღეს საქართველოში, გაზრდილი ფასების და ინფლაციის პირობებში ადამიანმა შეიძლება 295 ლარი (70 წელს გადაცილებულებმა - 365 ლარი) იმყოფინოს ისე, რომ შიმშილის წინაშე არ აღმოჩნდეს და ღირსება არ შეელახოს?
რატომ არ ფიქრობს და მსჯელობს ხელისუფლება პენსიონერების საჭიროებებზე?
მოვითხოვთ პენსიის გაორმაგებას, მიუხედავად იმისა, რომ გაორმაგებული პენსიაც კი არ იქნება საკმარისი ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად.
მიიღეთ გადაწყვეტილება და გაზარდეთ პრენსია 100%-ით!