საჭიროა 68683 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
დაუჭირე მხარი რაგბის ეროვნულ სპორტად აღიარებას
რაგბი იმაზე მეტი ვიდრე თამაში
2019წელს რიგით მე-9 მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში ტარდება.
პირველად მსოფლიო ასპარეზზე 2003 წელს გავედით,მას მერე მორაგბეები ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავენ მსოფლიო ჩემპიონატზე,მათი ასპარეზობა გვაბედნიერებს,სიამაყის გრძნობით გვავსებს!საქართველო სანახევროდ დიდი რაგბის დიდ ოჯახშიც მიიღეს ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა.
ცნობილია,რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1894 წელს თამაშობდნენ რაგბს.
ძველად ჩვენც გვქონდა რაგბის სტილის თამაში,რომელსაც ლელო ერქვა.ლელო ბურთი ქართული სპორტის სიმბოლოდ იქცა,მისი სახელი ეწოდა ქართულ სპორტულ გაზეთს „ლელო“.
საქართველოში ორგვარ ლელოს თამაშობდნენ - გრძელს და მოკლეს.გრძელი ლელოს სათამაშოდ ირჩევდნენ 3 ან 5-კილომეტრიან მინდორს,მოკლე ლელოს სათამაშოდ კი 2 ან 3-კილომეტრიანს.ლელოს ბურთი იწონიდა 2-8 კილოგრამს.მოთამაშეთა რაოდენობა არ იყო განსაზღვრული - 30-30, 40-40 და ა.შ.
1894წ. გაზეთი ,,ივერია“ წერდა : ,,ბათუმის ნავსადგურში მუდამ რამდენიმე ცეცხლის გემი სდგას უცხოელებისა. რამდენიმე ინგლისელი გადმოვიდა ნაპირად და ბურთაობა რომ დაინახა,ისე შეექმნათ იმათაც გული, რომ თვითონაც ჩაერთნენ:ისე თამაშობდნენ ისინი ბურთაობას, რომ ჩვენებურები გეგონებოდათ. აღტაცებაში იყვნენ ისინი ასეთი დროის გატარებით.“როგორც ჩანს,ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ,საქართველოში მყოფ ინგლისელ მეზღვაურებს შორის რაგბის მოთამაშეებიც იყვნენ და ადვილად ერთობოდნენ ისინი ლელოს თამაშით.
უძველეს დროში ბურთის სიყვარული და ბურთის თამაშით გატაცება მზის კულტის თავისებური გამოხატულება იყო. რა საკვირველია მზიურ საქართველოში პატივს სცემდნენ ბურთით თამაშობებს. „ბორჯღალი“ ნიშნავს მზის ბრუნვას სიმეტრიულად,იგი რამდენიმე წახნაგიანია და სხვაგვარად მზის ცისარტყელას ეძახიან „ბორჯღალი“ სიმბოლოა სინათლის,სიკეთის და გამარჯვების.
2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველომ თავი კარგად წარმოაჩინა მათ 2 თამაში მოიგეს ტონგასთან და ნამიბიასთან..2015 წლის მსოფლიო გათამაშება ახალმა ზელანდიამ ზედიზედ მე 2 ჯერ მოიგო,საერთო ჯამში მათ 3 მსოფლიო აქვთ მოგებული თარ../ 1987წ, 2011წ, 2015 - საქართველო ახალ ზელანდიას ჯგუფურ ეტაბზე დაუპირისპირდა,ბიჭებმა ღირსეულად ითამაშეს და მთელი მსოფლიო აალაპარაკეს,ჩვენმა მორკინალებმა ზელანდიელები დაჯაბნეს,რითიც მსოფლიო გააკვირვეს,ანგარიში 43 – 10 დამთავრდა მათ სასარგებლოდ, მაგრამ საუკეთესო მოთამაშის ტიტული მამუკა გორგოძემ მოიპოვა,თუმცა მას თამაში სრულად არ ჩაუტარებია როგორც სჩანს ჟიურიმ კარგად დაინახა და შეაფასა ჩვენი მორაგბის ხასიათი,თმაშის სტილი,
ტექნიკური მონაცემები და კაპიტანს მატჩის საუკეთესო მორაგბის ტიტულიც მიანიჭეს, მის ფეხებთან კი მსოფიო ჩემპიონები ისხდნენ..
ქართველი ზნესული რაინდი უნდა ყოფილიყო კარგი მოისარი,მოცურავე,მობურთალი,მონადირე,მოასპარეზე და სხვა.ყველა ამ თვისების გამოსახატავად იხმარებოდა ცნება „სამამაცონი ზნენი“, რაც სწავლით და ფიზიკური წვრთნით აღზრდის პროცესში მიიღწეოდა.ამ „სამამაც ზნეთა“ერთ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბურთაობას.ჩვენ გენიალურ პოეტს შოთა რუსთაველს თავის უკვდავ პოემა „ვეფხისტყაოსანში“აქვს ასეთი სიტყვები :
„მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა“. მობურთალი იგივე ლელოს მოთამაშეს ნიშნავს.
საქართველოს ფეხბურთის ლეგენდა ბორის პაიჭაძე იხსენებს : კარგად მახსოვს ინგლისელი მეზღვაურები ქალაქ ფოთის ნავსადგურის სამხრეთით იკრიბებოდნენ ხოლმე,სადაც დაცემული,ვაკე ადგილი იყო.დაამთავრებდნენ
თუარა მუშაობას,იწყებედნენ ჯგუფ-ჯგუფად ამ მინდორზე შეკრებას,მოედანი წინასწარ მოხაზული ჰქონდათ.საიდანღაც გრძელ ბურთს დააძრობდნენ,ფოთელებს ნესვი რომ ეგონათ, და დაიწყებდნენ აზარტულ კოლექტიურ ორთაბრძოლას.ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე,ზოგჯერ ადგილობრივებსაც იმატებდნენ ხოლმე თავიანთ ჯგუფში.ქართველი ჭაბუკები ადვილად და ხალისით ითვისებდნენ რაგბს.ისინი ხომ ლელოს მოთამაშეები იყვნენ.მერე ფოთში ადგილობრივი სპორტსმენებისგან გუნდიც შეიქმნა.ეს დაახლოებით 1926-1928 წლებში იყო.
ჩემი აზრით ჩვენი მორაგბეები ნამდვილი რაინდები არიან,ისინი იმსახურებენ ამ წოდებას,დიახ,21- თე საუკუნის ნამდვილი რაინდები.ისინი საქართველოს მიწა- წყალს ენას,სარწმუნოებას იცავენ სიცოცხლის გაუღებლად,სამშობლოს სახელს ადიდებენ და მსოფლიოს ჩვენ ქვეყანას,ჩვენს კულტურას აცნობენ.
თურმე ძველად, მებრძოლნი საომრად რომ მიდიოდნენ გულის ჯიბეში, ნაჭერში გახვეულ ვაზის პატარა ნერგს იდებდნენ ქართული მიწით.იდეა,სულის კვედება იმაში დევს, რომ ბრძოლის ველზე სადაც სიცოცხლეს სწირავდნენ, იმ მიწაზე ქართულ ვაზს ეხარა!...
ჩვენი რაინდების კვართზეც ვაზია ამოტვიფრული.მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჩოხა-ახალუხით ჩაცმულები მიდიან ..
მინდორზე 15 რაინდი გადის 7 +1 დამხმარე რაინდი თავის დროს ელოდება,რომ წვლილი შეიტანოს და შეუერთდეს მინდორზე მყოფთ.
მთავარსარდლები,გარედან უყურებენ და ბრძოლას აკვირდებიან,სტრატეგიაზე ფიქრობენ და აანალიზებენ თუ როგორ დაამარცხონ მტერი.
როგორც ომში ისე რაგბში ეს თვისებები თუ არ გახასიათებს შენ მებრძოლი კიარა ის გამყიდველი იქნები,რომელიც მტერს შიგნიდან უღებს კარს,ერთმანეთის სიყვარული,გატანა,ზურგის გამაგრება, ერთმანეთისათვის თავის გაწირვა,ერთობლივად შეტევაზე გადასვლა და შეტევის მოგერიება.სამშობლოს სიყვარული,სიამაყე ქართველობისა,გვერდში დგომა,პატივისცემა როგორც ერთმანეთის,ისე მტრის მიმართ.15 ქართველი ვაჟკაცი იბრძვის საქართველოს ღირსების დასაცავად,საქართველოს სადიდებლად.
გავიხსენოთ საქართველოს ისტორია,ჩვენი გმირები ,უსახელო რაინდები რომლებიც იბრძროდნენ საქართველოსთვის,რომელთა დამსახურებითაც დღეს ვარსებობთ და საქართველო გვქვია,რომლებმაც თავისი სისხლის ფასად დაიცვეს ჩვენი მიწა წყალი ,ენა და სარწმუნოება..
ბასიანის ბრძოლა, მტერი დაახლოებით ოთხასი ათასს შეადგენდა ჩვენ კი დაახლოებით ოთხმოცდაათი ათასს.
დიდგორის ბრძოლა, მტერი დაახლოებით სამასი ათას შეადგენდა, ჩვენი კი ორმოცდა თხუტმეტი ათას ექვსას, ხოლო აქედან ქართველი ორმოცი ათასი იყო. ასპინძის ბრძოლა, მტერი რვა ათასს შეადგენდა ხოლო ჩვენი წინაპრები კი სამი ათას.
საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3 729 638 ადამიანს შეადგენს
ხოლო ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია ვისაც რაგბის მსოფლიო რეიტინგით ვუსწრებთ და ფეხ და ფეხ მივყვებით
-იაპონიის მაცხოვრებლები დაახლოებით 126,045,211 მილიონია
-იტალიის მოსახლეობა დაახლოებით 60 782 668 ადამიანს შეადგენს
- კუნძულელები 2011წ. აღწერით სამოაში მოსახლეობა შეადგემნს 187 820 ადამიანს
- ტონგაში მოსახლეობა შეადგენს 103 252 ადამიანს
-ფიჯი დაახლოებით 3,444,00
-რუმინეთის მოსახლეობა დაახლოებით - 20 121 641 ადამიანს შეადგენს
-ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 326,474,013 ადამიანა.
-კანადის მოსახლეობა დაახლოებით 35,749,600 ადამიანს შეადგენს.
-არგენტინის მოსახლეობა დაახლოებით 40,301,927 ადამიანს შეადგენს
-ურუგვაის მოსახლეობა დაახლოებით 3,444,006 ადამიანს შეადგენს.
- რუსეთი დაახლოებით 146,793,744 ადამიანს შეადგენს..
დღეს დღეობით ჩვენ მე-12 ადგილზე ვართ. ეს რეიტინგი მცოცავია და იცვლება ნაკრებების თამაშების მიხედვით ..
საქართველო 2000 წლიდან იღებს რაგბის ევრობის ჩემპიონატში მონაწილეობას, დღემდე.
საქართველომ 2019 წელს მე 11 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ..
ასევე ევროპის ჩემპიონატთან ერთად ,ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელები მე 12 ჯერ გავხდით ,ეს თასი მხოლოდ საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის თამაშდება
2002 წლიდან. მას სახელი რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ანთიმოზ ივერიელის პატივსაცემად ეწოდა.
ქათული რაგბი ღირსია იმისა რომ აღიარებულ იქნას ეროვნული სპორტის სახეობად.
მსოფლიო ალაფის წინ გავაძლიეროთ მორაგბეთა სულისკვეთება და მოაწერე ხელი
პეტიციას.