საკონტაქტო ინფორმაცია
დავიცვათ დავით აღმაშენებლის უფლებები და მისი ძეგლი გადავიტანოთ მარტვილში

საჭიროა 971 ხელმოწერა

29
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

დავიცვათ დავით აღმაშენებლის უფლებები და მისი ძეგლი გადავიტანოთ მარტვილში

1996 წელს ქართველმა მოქანდაკემ  მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწის  დავით აღმაშენებლის ძეგლი. იგი თავიდან საქართველოს დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე განათავსეს. წინა ხელისუფლებამ კი იგი გადაიტანა დიღომში. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ძეგლის დემონტაჟსა და გადატანას აპირებს. მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და თბილისის მერიას: ნუ მოატარებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეფეს გლდანისა და ვარკეთილის სანახებში. მისი ძეგლი აუცილებლად უნდა ამშვენებდეს იმ მუნიციპალიტეტს სადაც აღიზარდა და სადაც სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას სწავლობდა თავის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად. ეს მუნიციპალიტეტი კი გახვავთ მარტვილი, ისტორიული ჭყონდიდი. მარტვილის საკათედრო ტაძარში დღესაც შემორჩენილია დავით აღმაშენებლის მოსასვენებელი ოთახი. ჩვენ, მარტვილელები თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით ამ ოთახს და ასევე გავუფრთხილდებით მის ძეგლს. 
ძვირფასო ხელისუფლებავ, ნუ შევბილწათ დავით აღმაშენებელს, ძეგლის ხშირი გადატანით. გადავიტანოთ ის მარტვილში და ჩვენ ვიზრუნებთ მასზე მომავალში.