საკონტაქტო ინფორმაცია
მოვითხოვთ ეროვნული გამოცდების ჩაბარების ფორმატი იყოს არჩევითი

საჭიროა 2756 ხელმოწერა

244
3000
ადრესატი:
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

მოვითხოვთ ეროვნული გამოცდების ჩაბარების ფორმატი იყოს არჩევითი

მოვითხოვთ ეროვნული გამოცდების ჩაბარების ფორმატი იყოს არჩევითი და არა სავალდებულო,რადგან გავრცელებული ინფორმაციით პრინციპული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია ისე, რომ აბიტურიენტების და სხვათა აზრი არ იქნა გათვალისწინებული. ელექტრონული ფორმატი ვერ ითვალისწინებს აბიტურიენტის ყველა ინტერესს, რაც საბოლოოდ აისახება შედეგზე. naec.ge-ზე გამოქვეყნებული ,,ხშირად დასმული შეკითხვები'' არ სცემს პასუხს ძირითად საკვანძო საკითხებსაც კი და ორიენტირებულია ელექტრონული ფორმატის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენაზე. ასევე უცნობია მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიქმნა აუცილებლობა გადავსულიყავით გამოცდის ელექტრონულ ფორმატზე.

ვინც ეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას, გაქვთ რაიმე სპეციფიური პრობლემა, რომელიც ხელს შეგიშლით ელექტრონული ფორმატით ჩატარებულ გამოცდაზე დადოთ ის შედეგები რაც გექნებოდათ ფურცელზე, ან თუ უბრალოდ არ მოგწონთ აღნიშნული რეფორმა, მოაწერეთ ხელი პეტიციას.