დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პეტიცია სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით
2022 წლის 28 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, უქმდება. ამის გამო, სტუდენტთა ჯგუფმა, ვივარაუდეთ, რომ სასწავლო პროცესი წარიმართება არადისტანციურ რეჟიმში. ბუნებრივია, ვარაუდებმა სტუდენტთა გარკვეულ რიცხვში გამოიწვია ხელახლა დაინფიცირების შიში, ამასთანავე, სტუდენტთა უმეტესობა საფრთხეს წარმოადგენს მათი ოჯახის წევრების მიმართ (ხანდაზმულნი, მცირეწლოვანი ბავშვები და ა.შ). გარდა ამისა, გასულ სემესტრში, სასწავლო პროცესის დაწყების ერთი თვის ვადით, მივიღეთ დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, როგორც სტუდენტების, ისე მათი ოჯახის წევრებისგან. ეს გამოიწვია შესვენების დროს სტუდენტთა ჯგუფურად თავშეყრამ, ვფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობას ამ სემესტრშიც ვერ ავუვლით თავს. ასევე გასათვალისწინებელია თითოეული სტუდენტის ფინანსური მდგომარეობა, მათი საცხოვრებლის უზრუნველყოფის საკითხი. სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს ექმნება საფრთხე დასაქმების თვალსაზრისით. იქმნება საშიშროება, უნივერსიტეტში სწავლის არადისტანციურად გაგრძელების გამო, იმ სტუდენტებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმთან ათავსებენ სწავლას, მოუწიოთ აკადემიური წელის დამატება, რათა არ დაარღვიონ ის შრომითი ხელშუკრლება, რომელიც მათ პასუხისმგებლობის ქვეშაა. ჩვენი მთავარი თხოვნა, ამ სემესტრის დისტანციურ რეჟიმში დასრულებაა. გარდა ამისა, სიტუაცია არასტაბილურია, სრულიად შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში კვლავ დავუბრუნდეთ დისტანციურ რეჟიმს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი ერთობლივი აზრი.
პატივისცემით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები