საჭიროა 213 ხელმოწერა
ადრესატი:
- ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
GIS ლაბორატორია სტუდენტებისთვის
მოგესალმებით მეგობრებო!
თსუ-ს ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ძალიან დიდი საქმე.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სტუდენტები ვიბრძვით იმისათვის, რომ გამოიყოს სივრცე, სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს ცოდნის გაღრმავებას და სხვადასხვა კუთხით განვითარებას. ყველასათვის კარგადაა ცნობილი სწვალების დონე და ხარისხი. ჩვენი უფლება და მოვალეობაა უნივერსიტეტში მოვითხოვოთ უკეთესი პირობები. სწორედ ამიტომ, „გის ჯგუფის“ ძალისხმევით თსუ-ში დაარსდა „გის ლაბორატორია“, რომელიც თითოეული სტუდენტისთვის სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცე იქნება.
არის საკითხები, რომლებიც სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. ამჟამად, ჩვენი უპირველესი მოთხოვნა არის, რომ ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი პიროვნულობით, ინტელექტით, საქმისადმი კეთილგანწყობით, პროფესიონალიზმითა და მრავალმხრივ განვითარებით გამოირჩევა. ასეთი კი, ჩვენი აზრით, ბატონი ზურაბ ლაოშვილია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, სწორედ, მისი ინიციატივა იყო „გის ლაბორატორიის“ უნივერსიტეტში შექმნა.
ამასთანავე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაიშალოს საბჭო, რადგან მისი წევრები არ არიან კომპეტენტურები და არ ითვალისწინებენ სტუდენტთა ინტერესებს.