საკონტაქტო ინფორმაცია
საყოველთაო ამნისტია პანდემიის პირობებში

დასრულებული

10102
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს სახალხო დამცველი

საყოველთაო ამნისტია პანდემიის პირობებში

საინიციატივო ჯგუფი და პატიმრების ოჯახის წევრების გაერთიანება "პატიმარი ადამინია" ქმნის პეტიციას რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საკანონმდებლო ორგანოს და მიხეილ სარჯველაძეს, ასევე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას. ბატონი მიხეილი გამოვიდა ინიციატივით ამნისტიის შესახებ, კოვიდ პანდემიის პირობებში, მის მიერ წარდგენილი კანონ პროექტის მიხედვით პატიმრებს სასჯელის ვადა უნდა შეუმცირდეთ 28 დღით, რადგან შეზღუდული ჰქონდათ ხანმოკლე პაენებით სარგებლობა. ბატონ მიხეილს შევახსენებთ, რომ არა მარტო ხანმოკლე ასევე ხანგრძლივი პაემნები ჰქონდათ შეზღუდული მსჯავრდებულებს წელიწადი და შვიდი თვე, ასევე გარკვეული პერიოდი იყო შეზღუდული ანამათების მიღება და რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროგრამებით სარგებლობა. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოში 10000 მდე პატიმარია რაც წარმოუდგენლად ბევრია ასეთი პატარა ქვეყნისთვის, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ პატიმრების რაოდენობით, 9 წლის მანძილზე არ ყოფილა ჰუმანური და საყოველთაო ამნისტია. 28 დღიანი შეღავათი არც ერთი კუთხით არ იქნება ქმედითი და არ განტვირთავს ციხეებს კოვიდ პანდემიის პირობებში, გთხოვთ გაითვალისწინოთ პატიმრების და მათი ოჯახების უმძიმესი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ის ზიანი რაც თითქმის ორ წლიანი იზოლაციის შედეგად მოგვადგა ჩვენ და პატიმრებს, დაინგრა უამრავი ოჯახი, შვილებს და მშობლებს,მეუღლეებს შორის შეიქმნა ურთიერთობების უმწვავესი დეფიციტი და ყოველივე ამას უსათუოდ უნდა მოყვეს ადეკვატური და ჰუმანური კომპენსირება, ვერანაირად ვერ იქნება ოცდარვა დღე წელიწადი და შვიდი თვის საპირწონე! ასევე გასათვალისწინებელია პატიმრების და მათი ოჯახების უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა რაც ვაქცინაციის პროცესში ჩვენ აქტიურ ჩართულობას გულისხმობს, პატიმრების და მათი ოჯახების სრული უმრავლესობა ორჯერადად ვაქცინირებულია. თუმცა რჩებიან ადამიანები ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ვაქცინირებას და ჯერაც არ უნახავთ ოჯახის წევრები, შესაბამისად მათი მდგომარეობაც უსათუოდ გასათვალისწინებელია.
კოვიდ პანდემიის დროს აუცილებლად უნდა მოხდეს დაწესებულებების განტვირთვა, რათა თავიდან ავიცილოთ კოვიდის მასიური გავრცელება, იყოს სივრცე პატიმრების განცალკევებისთვის, კარგად მოგეხსენებათ თუ რა უმძიმესი მდგომარეობა ამ კუთხით დაწესებულებებში.
ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ყველა პატიმრს სასჯელი უნდა შეუმცირდეთ 1 წლით რაც იქნება რეალური და ქმედითი, ასევე ჰუმანური ამნისტია, მცირედით განტვირთავს ციხეებს.
გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ პეტიციას. პატიმარი ადამიანია!


საინიციატივო ჯგუფი "პატიმარი ადამიანია" შეიქმნა პატიმრების და მათი ოჯახის წევრების ინტერესების დასაცავად, ჩვენი აქტიობა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე https://www.facebook.com/groups/268240144716188/?ref=share

ვრცლად