საჭიროა 785 ხელმოწერა
ადრესატი:
- ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტი
2 ივლისს მარნეულში აქტივისტებზე თავდამსხმელი საჯარო მოხელეები უნდა გათავისუფლდნენ თანამდებობიდან / İyulun 2-də Marneulidə fəallara hücum edən dövlət qulluqçuları tutduqları vəzifələrdən azad edilməlidir
2 ივლისს სამოქალაქო აქტივისტები ქალაქ მარნეულში ეწეოდნენ „შინევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიას, რა დროსაც აქტივისტებს თავს დაესხნენ მერიის და საკრებულოს თანამშრომლები. ისინი სამირა ბაირამოვას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე ჰქონდათ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. პოლიცია ცდილობდა დაპირისპირების განმუხტვას, თუმცა არ ახდენდა სათანადო რეაგირებას თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად.
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა გახდა შეურაცხყოფების ობიექტი. მას თვითმმართველობის თანამშრომლები მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ შესულიყვნენ მასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში. ორმაგად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია ის ფაქტი, რომ აქტივისტების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ კამპანიაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქალების როლის და ფუნქციის გაზრდას თვითმმართველობის საქმიანობაში და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა. რიმასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი - ირმა ზარქუა და ასევე, მარნეულის ალტ-ინფოს ოფისის მდივანი, აქციის დროს მომმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ აქციის მშვიდობიანად ჩატარებაში. შესაბამისად, კამპანიის მონაწილები იძულებილნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ, რათა არ გამხდარიყვნენ პროვაკაციის მსხვერპლი. აღნიშნულ ადგილზე და ვერ განვახორციელდა ასევე შემდეგი დაგეგმილი ღონისძიება, რაც პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლების - აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების შეზღუდვას (,,საქართველოს კონსტიტუცია:, მე-17 მუხლი)
2 ივლისის შემდგომ, სოციალურ ქსელებში, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი და სხვა თანამშრომლები აქტიურად ცდილობენ მოახდინონ როგორც აქტივისტების, ასევე მედიის წარმომადგენლების დისკრედიტაცია. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი და 2 ივლისს დაპირისპირების ავანგარდში მყოფი, ასევე მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და რადიო „მარნეულის“ ხელმძღვანელს კამილა მამედოვას შეურაცხყოფას. ცალკე ასაღნიშნავია და მიუღებელი ის ფაქტი, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების გასაჯაროების და გასაჯაროების მუქარა საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლების მხრიდან მოდის.
მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან “გამოხატვის თავისუფლების” უხეში და უკანონო ფორმები წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით საჯარო მოხელის ეთიკური ნორმების დარღვევას და არის საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქცევა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს მოხელის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულებას. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 72-ე და 77-ე მუხლების შესაბამისად, ნებისმიერი მოხელე ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურის პრინციპები (პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; კანონიერება, ეთიკის წესების დაცვა) და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. მოხელე ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.
2022 წლის 2 ივლისს მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების აშკარა, შეურაცხმყოფელი ქცევები, სიძულვილის ენა და ამავე პირების მიერ აქციის შემდგომ სოციალურ ქსელში დღემდე მიმდინარე აქტივობები პირდაპირ და უხეშად ხელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს, შეუთავსებელია ეთიკურ ღირებულებებთან და არღვევს არაერთი ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ ამ მოხელეების ქცევები მოტივირებულია პარტიული ინტერესებით, რაც ასევე არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-132 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.
ამავე დადგენილების, მე-11 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. აქვე საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება.
ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან დაუყოვნებლივ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია. როგორც აღინიშნა, მოხელის შეუფერებელი ქცევა ზიანს აყენებს კონკრეტული სამსახურის და სახელმწიფოს რეპუტაციას, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საჯარო სამსახურის ქცევის წესებთან შეუსაბამო ქმედებები დღემდე გრძელდება, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელში სისტემატურად განაგრძობენ აქტივისტებზე საჯაროდ თავდასხმებს, შეურაცხყოფას, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, სიძულვილის ენის გამოყენებას, როგორც სამუშაო ისე არასამუშაო დროს. ამდენად, აუცილებელია მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება, როგორც კონკრეტული აქტივისტების უფლებების დასაცავად, ისე მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს რეპუტაციის შემლახველი პროცესის შესაჩერებლად.
დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას, სახელმწიფოს პირდაპირი აკისრია, მოახდინოს პოლიტიკის იმგვარად წარმოება, რომ შეამციროს მკვეთრი პოლარიზაცია, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორსა და მედიასთან, თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, აძლიერებს პოლარიზაციას და თვითმმართველობას წარმოაჩენს მოძალადე ადამიანების ერთობად.
ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილი სიტუაციის გამო და მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის:
- თანამდებობიდან გაანთავისუფლოს რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა;
- თანამდებობიდან გაანთავისუფლოს ააიპ ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა _ ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის) დირექტორის მოადგილე, სოსო ინაძე რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა , უფრო ზუსტად კი დედას აგინებდა სამირა ბაირამოვას.
- თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული გამოხატვა და დაუყოვნებლივ დაიწყონ თანამშრომლობა მედიასა და სამოქალაქო სექტორთან.
ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელმომწერი პირები ვადასტურებთ მზაობას, რომ შეწყდეს არაფრისმომცემი და მადისკრედიტირებელი კამპანია! მოვუწოდებთ თვითმმართველობას თანამშრომლობისა და კონსესუსზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოაყალიბებისკენ როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
პეტიციას თან ერთვის ზემოაღნიშნული ქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
პეტიციას უერთდებიან და იზიარებენ მის სულისკვეთებას:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
უფლებები საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიაომბუდსმენი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
სატელევიზიო ქსელი
საფარი
ფემინა
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
დემოკრატიის მცველები
ღია სივრცე კავკასია
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი
გააღვიძე აქტივიზმი
2 iyulda mülki fəallar Marneuli şəhərində “Evə – Avropaya doğru” məlumat kampaniyası aparıblar. Bu zaman meriya və Bələdiyyə Məclisinin əməkdaşları mülki fəallara hücum ediblər. Onlar Samirə Bayramovanı təhqir ediblər, eləcə də fiziki zorakılıq cəhdi də olub. Polis mübahisəni sakitləşdirməyə çalışırdı, ancaq özünüidarə əməkdaşları tərəfindən qanunsuz hərəkətlərin qarşısını almaq üçün müvafiq reaksiya göstərmirdi.
Mülki fəal Samirə Bayramova təhqirlərin hədəfinə çevrildi. Özünüidarə əməkdaşları ona təhqiramiz sözlərlə müraciət edirdilər və onunla fiziki qarşıdurma yaratmağa çalışırdılar. Marneuli meriyasının “Qadın otağının” rəhbəri Rima Otaraşvilinin mülki fəallara qarşı kampaniyada iştirak etməsi ikiqat təhqiredicidir. Özünüidarənin fəaliyyətində qadınların rolunun, funksiyasının artırılmasına dəstək olmaq, bələdiyyədə yaşayan qadınların sosial-iqtisadi və siyasi bərabərsizliyini aradan qaldırmağı təmin etmək onun birbaşa öhdəliyidir. Rima Otaraşvili ilə birlikdə Marneuli bələdiyyəsinin Nəzarət Xidmətinin əməkdaşı İrma Zarkua, eləcə də Alt-İnfonun Marneuli ofisinin katibi aksiya zamanı təhqirlərə müraciət edirdilər, aksiyanın sakit rejimdə keçirilməsinə mane olmağa çalışırdılar. Müvafiq olaraq, kampaniya iştirakçıları təxribatın qurbanına çevrilməmək üçün ərazini tərk etməyə məcbur olublar. Bu müdaxiləyə görə qeyd olunan məkanda planlaşdırılmış tədbir baş tutmayıb. Bu isə fikir və məlumat çatdırma hüququnun (Gürcüstan Konstitusiyası, 17-ci maddə) məhdudlaşdırılması deməkdir.
2 iyuldan sonra sosial şəbəkələrdə Bələdiyyə Məclisinin sədri Amiran Qiorqadze, Bələdiyyə Məclisi Aparatnın rəhbəri və digər əməkdaşlar mülki fəalları, eləcə də media nümayəndələrini nüfuzdan salmağa çalışırlar. Bələdiyyə Məclisinin sədri, Bələdiyyə Məclisi Aparatnın rəhbəri və 2 iyul qarşıdurmasının avanqardında yer alan, həmçinin, meriyanın əməkdaşı İrma Zarkua mülki fəalları, media nümayəndələrini və “Marneuli” radiosunun rəhbəri Kamilla Məmmədovanı təhqir etməyə davam edir. Ayrıca, qeyd edilməli və qəbuledilməz faktdır ki, Bələdiyyə Məclisinin sədri, bələdiyyənin digər əməkdaşları tərəfindən şəxsi həyatın ictimailəşdirilməsi ilə bağlı hədələr gəlir.
Meriya və Bələdiyyə Məclisi əməkdaşları tərəfindən ifadə azadlığının məhdudlaşdırılmasının kobud, qeyri-qanuni formaları dövlət xidməti haqqında Gürcüstan qanunu ilə dövlət məmurunun etik normaları pozması deməkdir. Bu isə dövlət məmuruna uyğun olmayan hərəkətdir.
Qüvvədə olan qanunvericilik dövlət məmuruna etika və davranışla bağlı ümumi qaydalara riayət etmək öhdəliyi qoyur. Dövlət Xidməti haqqında Gürcüstan qanunun 72-ci və 77-ci maddələrinə əsasən, hər hansı dövlət məmuru dövlət xidməti prinsiplərini (siyasi neytrallıq; Qanuna tabeçilik; etika qaydalarına riayət) qorumalıdır. Dövlət xidmətinin reputasiyasına təhlükə yaradacaq hərəkətlərdən çəkinməlidir. Dövlət məmuru Gürcüstan Konstitusiyasına, İnsanın əsas hüquq və öhdəliklərinə hörmət etmək, xalqa, dövlət maraqlarına xidmət göstərmək məcburiyyətindədir.
2022-ci ilin 2 iyul tarixində bələdiyyə işləyən dövlət məmurlarının aydın, təhqiredici hərəkətləri, nifrət dili və həmin şəxslər tərəfindən aksiyadan sonra sosial şəbəkədə bu günə qədər davam etdirilən fəaliyyətlər dövlət xidmətinin prinsiplərini birbaşa, kobud şəkildə pozur. Etika dəyərlərinə uyğun deyil və çox sayda insanın şəxsi həyatına hörmət hüququnu pozur. Eyni zamanda, dövlət məmurlarının partiya maraqları ilə motivasiyası kimi şübhələr var. Bu da siyasi neytrallıq prinsiplərini pozur.
“Dövlət qurumunda maraqlarına uyğunlaşmaması və rüşvətxorluq haqqında” Gürcüstan qanununun 132-ci maddəsinə görə, dövlət məmuru öz fəaliyyətini Gürcüstan qanunvericiliyi əsasında, dövlət məmuru davranışının ümumi qaydalarına uyğun olaraq həyata keçirməlidir. Dövlət məmuru birbaşa onun reputasiyasına, müvafiq dövlət qurumunun və ya dövlət xidmətinin reputasiyasına ziyan vuracaq hər hansı hərəkətdən çəkinməlidir. Gürcüstan hökumətinin 20 aprel 2017-ci il tarixli “Dövlət Qurumarında Etika və Davranışın Ümumi Qaydalarının Müəyyən Edilməsi Haqqında” 200 saylı sərəncamının 6-cı maddəsinə görə, dövlət məmuru vəzifə öhdəliklərini yerinə yetirən zaman ünsiyyət vasitəsi ilə, eləcə də, sosial şəbəkələrdən istifadə edərək, konkret siyasi partiyanın maraqlarının daşıyıcısı kimi başa düşülən bəyanatlardan/sosial fəaliyyətdən çəkinməlidir.
Həmin sərəncamın 11-ci maddəsinə görə, dövlət məmuru ictimai şəkildə nifrət dilinin istifadəsindən və ya diskriminasiya xarakterli şərhlərin verilməsindən çəkinməlidir. Bu onun vəzifə öhdəliklərinin qərəzsiz və obyektiv həyata keçirilməsini şübhə altına sala bilər. Həmçinin, dövlət məmuru vəzifə öhdəliklərini yerinə yetirən zaman, onun öz vəzifəsini müntəzəm icra etməsini şübhə altında qoyacaq bəyanatlardan və sosial fəaliyyətdən çəkinməlidir.
Qeyd edilməlidir ki, Dövlət Xidməti Haqqında Gürcüstan Qanununun 85-ci maddəsinin birinci hissəsinin “q” bəndinə görə, məmurun və dövlət qurumunun nüfuzdan salınmasına istiqamətlənmiş etika normalarının, ümumi davranış qaydalarının pozulması və laqeyd yanaşma, intizam pozuntusu hesab olunur. Fərqi yoxdur, bu hərəkət işdə törədilib, yoxsa işdən kənar. Müvafiq olaraq, bu bələdiyyə tərəfindən təcili surətdə intizam tədbirlərinin icra edilməsinə başlamaq üçün əsasdır. Qeyd olunduğu kimi, məmurun qeyri-müvafiq hərəkəti konkret xidmətə, dövlət reputasiyasına ziyan vurur. Dövlət məmurunun davranış qaydalarına uyğun olmayan hərəkətinin bu günə qədər davam etdirilməsi də vəziyyəti ağırlaşdırır. Qeyd olunan şəxslər iş zamanı və ondan kənar, sosial şəbəkədə mülki fəallara ictimai şəkildə hücum etməyə, təhqirə, şəxsi məlumatların yayımlanmasına, nifrət dilindən istifadə etməyə davam edirlər. Konkret mülki fəalların hüququnun qorunması, eləcə də bələdiyyənin, dövlətin reputasiyasının təhqir olunduğu prosesin dayandırılması üçün bələdiyyə tərəfindən ciddi reaksiya göstərilməsi mütləqdir.
Bu gün, Gürcüstan Avropa İttifaqına üzvlük yoluna çıxdığı zaman, dövlətin ciddi qütbləşməni azaltmaq, mülki sektorla və media ilə əməkdaşlıq etmək öhdəliyi daşıyır. Özünüidarə tərəfindən belə hərəkətlər Gürcüstanın Avropa İttifaqına üzv olmasına mane olur və qütbləşməni gücləndirir.
Biz, mülki fəallar, media nümayəndələri, vətəndaş cəmiyyəti yaranmış vəziyyətə görə öz təəccübümüzü bildiririk və Marneuli meriyasını ictimai şəkildə törədilmiş və bu günə qədər davam etdirilən fəaliyyətlərə görə təcili surətdə intizam yaratmağa çağırırıq:
- Rima Otaraşvili və İrma Zarkua vəzifəsindən azad edilsin;
- “Marneuli Uşaq Bağçaları Birliyi (məktəbəqədər hazırlıq mərkəzlərinin) rəhbərinin qanunu pozmuş, Samirə Bayramovanı təhqir etmiş müavini Soso İnadze vəzifəsindən azad edilsin.
- Özünüidarənin ayrıca şəxsləri təhqirə əsaslanan özünüifadə hallarını dayandırsınlar və media, vətəndaş sektoru ilə konstruktiv əməkdaşlığa başlasınlar.
Biz, bu petisiyaya imza atan şəxslər mənasız və nüfuzdan salma kampaniyasının dayandırılmasına hazır olduğumuzu bildiririk və özünüidarəni media, eləcə də vətəndaş sektoru nümayəndələri ilə əməkdaşlığa, etibara əsaslanan münasibətlər qurmağa çağırırıq.
Petisiya ilə birlikdə yuxarıda qeyd olunan davranışları əks etdirən foto və video materiallar da təqdim olunur.
Petisiyaya qoşulanlar:
- Sosial Ədalət Mərkəzi
- Gürcüstan hüquqlar
- Demokratik Araşdırmalar İnstitutu (DRİ)
- Gürcüstanın Regional Yayımçılar Alyansı
- Mediaombudsman
- İnsan Hüquqları Naminə Tərəfdaşlıq
- Televiziya şəbəkəsi
- Sapari
- Femina
- Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzi
- Marneuli Demokrat Qadınlar Cəmiyyəti
- Beynəlxalq Şəffaflıq Gürcüstan
- Gürcüstan Demokratik Təşəbbüsü
- Gürcüstan Jurnalist Etika Xartiyası
- Demokratiya keşikçiləri
- Açıq Məkan Qafqaz
- Gender Bərabərliyi üçün Jurnalistlər Şəbəkəsi
- Gürcüstan Maarifləndirmə Mərkəzi
- Aktivimiz Oyat