დასრულებული
528
500
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს სახალხო დამცველი
უწყლობა გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში
გარდაბნის რაიონი, სოფელი ახალი სამგორი...
წლებია სოფელს არ აქვს არც სარწყავი და არც სასმელი წყალი...
წყალი, რომელიც უნდა მოდიოდეს ონკანებში და რომლის თანხას მთელი წელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვიხდით, რომ არ დაგროვდეს, მხოლოდ წელიწადში 5 თვე ნოემბრიდან-მარტის ჩათვლით მოდის, ეგეც გრაფიკით და სასმელად გამოუსადეგარი.
სოფელი, სადაც მიწის დამუშავებას და ხეების დარგვას აზრი დაეკარგა უწყლობის გამო, რადგან სწორედ მაშინ არ აქვთ წყალი, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ...
გთხოვთ, ბოლოს და ბოლოს მიაქციოთ ყურადღება სოფელს...