საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!

საჭიროა 1575 ხელმოწერა

3425
5000
ადრესატი:
  • თბილისის მერია

გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!

ბატონო კახა,

საჯარო ბიბლიოთეკა წარმოადგენს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის საციცოცხლო ძალას. სწორედ წიგნიერებაზე, განათლებაზე, ინტელექტზე დგას სახელმწიფო, ამიტომ ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ განათლება და განათლებული თაობების აღზრდა უნდა იყოს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნოს.

ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, სადაც ბიბლიოთეკებს უდიდესი ყურადღება ეთმობა, მედიათეკას უმნიშვნელო ადგილი უჭირავს. წიგნს ვერანაირი მედიათეკა ვერ შეცვლის. მეტიც, დასავლეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული წიგნების კითხვამ, მკითხველებს, წიგნის კითხვის სურვილი აღუძრა და შეუცვლელ საგანძურს-წიგნს მიუბრუნა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წლების განმავლობაში არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურა რომ ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ეს არ უნდა გახდეს ბიბლიოთეკების გაუქმების ან შემცირების მიზეზი!!!!!!

გადავარჩინოთ ბიბლიოთეკები!!!

შემოგვიერთდით!