საჭიროა 3129 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აღდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ოზურგეთში!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთში გაუქმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი.
ყოველწლიურად საგამოცდო ცენტრით 1000-მდე აბიტურიენტი და 3000- ზე მეტი პედაგოგი სარგებლობდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ივა მინდაძის განმარტებით, აბიტურიენტებს იმ ქალაქებში მოუწევთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რომელ ქალაქშიც სურთ უმაღლესი განათლების მიღება.
გარდა იმისა, რომ ცენტრში დასაქმებული პერსონალი სამუშაოს დაკარგავს, ზემოხსენებული გადაწყვეტილება დიდ პრობლემას შეუქმნის აბიტურიენტებს, რაც გამოიხატება მატერიალური დანახარჯების (ტრანსპორტირება, ქალაქში დარჩენა, რისი საშუალებაც ბევრ აბიტურიენტს არ აქვს) ზრდით. ასევე ცვლილება (რაც თავისთავად გულისხმობს ახალ, უცხო გარემოსა და ყოველი გამოცდისთვის მგზავრობით გამოწვეულ დატვირთვას) უარყოფითად აისახება აბიტურიენტების საგამოცდო მობილიზაციაზე.
ზემოთ მოყვანილ მსჯელობაზე დაყრდნობით, მოვითხოვთ, აღდგეს ეროვნული გამოცდების ცენტრი ქალაქ ოზურგეთში!