საკონტაქტო ინფორმაცია
 მოვითხოვთ გამოირთოს ქალაქის საახალწლო განათება კომენდანტის საათებში

საჭიროა 29877 ხელმოწერა

123
30000
ადრესატი:
  • თბილისის მერია

მოვითხოვთ გამოირთოს ქალაქის საახალწლო განათება კომენდანტის საათებში

 

მიგვაჩნია, რომ თბილისში საახალწლო განათებების ჩართვა კომენდანტის საათის პერიოდში, მაშინ, როცა მოსახლეობას არ აქვს გარეთ გასვლის უფლება, არის სახელმწიფო ბიუჯეტის არაგონივრული ხარჯვა.

მოგეხსენებათ, თბილისში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა. შესაბამისად, არც ლოგიკურია და არც მიზანშეწონილი, რომ თბილისის მერია თანხას ხარჯავდეს საახალწლო განათებებზე იმ პერიოდში, როცა ღამით ადამიანები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან.

  • მოვითხოვთ თბილისის მერიამ გამორთოს ქალაქის საახალწლო განათება კომენდანტის საათებში (21:00-დან 05:00-მდე).
  • დაზოგილი თანხა მოხმარდეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.