საკონტაქტო ინფორმაცია
მოვითხოვთ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზე სათანადო რეაგირებას

საჭიროა 9919 ხელმოწერა

81
10000
ადრესატი:
  • საქართველოს სახალხო დამცველი
  • საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოს მთავრობა

მოვითხოვთ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზე სათანადო რეაგირებას

მოგეხსენებათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, კერძოთ "ქართველთა მარშის" მსვლელობა, მათი მოთხოვნები და დამოკიდებულებები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ. 

ამ ყოველივეზე, მრავალი აზრი დაფიქსირდა ამ მოკლე პერიოდში, მათ შორის დიდი პოპულარულობა მოიპოვა და გავრცელდა თათია დოლიძის ფეისბუქ პოსტი, სადაც აღნიშნავდა ამგვარი ღონისძიებების შესაძლო სავალალო შედეგებს ქვეყნის განვითარების გზაზე. იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/tatia.cornelia.doldorf/posts/10207752435048322?pnref=story

ყოველივე ამას, საშინელი რეაგირება მოჰყვა, მათ შორის იყო პირადი შეურაცხყოფისა და მუქარის საშინელი ფაქტები. ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარი საქციელი უნდა ისჯებოდეს კანონით და მორალური შეურაცხყოფისთვის მან კომპენსაცია უნდა მიიღოს.

ჩვენ ვთვლით, რომ უნდა მოხდეს სურათზე აღნიშნული პირების იდენტიფიცირებია და ამის შემდგომ მათ სათანადო პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ თათიას მიმართ წამოსულ აგრესიას, მოახდინეთ სურათზე მითითებულ პირთა იდენტიფიცირება, დაადგინეთ აუთენტურობა და მიიღეთ შესაბამისი ზომები, რომ ბულინგის მსგავსი ფაქტები შემცირდეს კონკრეტული პირებისა თუ ჯგუფების მიმართ.

დიდი მალდობა.