საკონტაქტო ინფორმაცია
გაუქმდეს საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობდნენ საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება.

დასრულებული

500
500
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გაუქმდეს საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობდნენ საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება.

2019 წლის 8 იანვარს საქართველოს განათლების სამინისტრომ დაამტკიცა წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 1 აკადემიური სემესტრი სწავლობდნენ საზღვარგარეთ, საქართველოს უნივერისიტეტში მობილობის სურვილის შემთხევაში მოუწევთ დამატებით ჩააბარონ უნარების გამოცდა.

აღნიშული მოთხოვნა არის ერთ-ერთი ის ბოლო ინციატივა, რითიც სამინისტრო ცდილობს შექმნას ხელოვნური დამაბრკოლებელი გარემოებები საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება.

პირველყოვლისა უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ სამინისტროს არ აქვს სიღრმისეულად გააზრებული საქართველოს მოქალაქეთა სრული ოდენობის რამდენი პროცენტი წარმოადგენს ემიგრანტს, რა სახის სირთულეების გავლა უწევთ მათ ამ სტატუსით სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს, ამ ფონზე, მათთვის დამატებითი ბარიერების შექმნა განათლების მიღებისათვის, ვფიქრობ უბრალოდ სათანადოდ არაა გააზრებული.

გარდა მორალური პრინციპებისა, მსგავსი ცვლილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო პაქტს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიას (მე-10 მუხ.), (იხ. ევროპის საბჭო), ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ) №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.), ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციას (28-ემუხ.), და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლითაც გარანტირებულია განათლების უფლების ხელშეუვალობა და ამ უფლების გამოყენებისას ყველანაირი სახის ჩარევა და დისკრიმინაცია.

დისკრიმინაციის ფორმა:

·         შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების (N 2119; 03.01.19 წ.) შესაბამისად დისკრიმინაციულ, არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები. სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ უნივერსიტეტი არ დაუსრულებიათ, მეტიც, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ერთი სემესტრია, რაც სწავლობს, იძულებულია, ორმაგად გართულებულ ფორმატში ჩააბაროს გამოცდა, და რაც მთავარია, ეროვნული გამოცდების ტესტებისგან განსხვავებით, სადაც ე.წ. ბარიერი, ანუ მინიმალური ზღვარი ზოგადი უნარების გამოცდაზე 26%-მდეა,  საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, იგივე საგამოცდო  ტესტისათვის  განისაზღვრა  მაქსიმალური ქულის 50%-ზე  მეტის  (45-დან მინიმუმ 23 ქულა) დაგროვება. ამხელა ზღვარი სცდება ყოველგვარი ვალიდურობის ფარგლებს.

·         ბრძანებიდან იკვეთება, რომ გამოცდა ტარდება ან ერთიანი სამაგისტრო გამოცდის, ან სტუდენტთა საგრანტო გამოცდის სირთულის ფორმატში.

·         ხსენებული ბრძანების გამოცემიდან არაოპტიმალურად უმოკლეს დროში - 11 თებერვალს დაინიშნა ზოგადი უნარების გამოცდა, ისე, რომ არ გასაჯაროვდა ტესტების ნიმუშები, რაც სტუდენტს მისცემდა საგამოცდოდ საორიენტაციო მზაობის საშუალებას. გაურკვეველია, რა უშლიდა ხელს ამ ბრძანების უფრო ადრე გამოცემას?!

 

პატივისცემით,
მარიკა ლეჟავა