საჭიროა 5714 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
გადაეცეს მეძუძურ დედებს რძის საწველი აპარატები
დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. მისი ალტერნატივა ბაზარზე არ არსებობს, ამასთანავე არ საჭიროებს ზედმეტ ხარჯებს.ყველა დედას აქვს უნარი, კვებისა და სოციალური ფონის მიუხედავად, გამოიმუშავოს ის რძე, რაც მის ჩვილს ჭირდება.თუმცაღა, ლაქტაციის სწორად დაწყებასა და წარმართვას თავდაპირველად ხელშეწყობა სჭირდება , რაც დაკავშირებულია ფინანსებთან. პროცესი ხშირად წყდება ისეთი სირთულეებიდან გამომდინარე, როგორიცაა მასტიტი, რძის შემცირება და სამსახურში დაბრუნების აუცილებლობა.ამ ყველაფრის მოგვარებას ხელს უწყობს საწველი აპარატის გამოყენება. მისი მრავალფეროვანი ფუნქციები, ხელს უწყობს გამაგრებების დაშლას, რძის მომატებას და საჭიროების მიხედვით მარაგის მოგროვებას სამსახურში გასვლის შემთხვევაში. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო დაზღვევა ფარავს საწველი აპარატის შეძენის ან ქირის ხარჯებს.ლაქტაცია მარტივი გამოსავალია ბავშვთა შიმშილობისა და სიკვდილიანობის, პოსტ სამშობიარო დეპრესიის ასარიდებლად. ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მეძუძური დედების საწველი აპარატებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.