საკონტაქტო ინფორმაცია
აიკრძალოს ეროვნული ნაკრების თამაშის ბილეთების ინტერნეტ საიტების მეშვეობით გაყიდვა!

საჭიროა 9999 ხელმოწერა

1
10000
ადრესატი:
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

აიკრძალოს ეროვნული ნაკრების თამაშის ბილეთების ინტერნეტ საიტების მეშვეობით გაყიდვა!

ვინაიდან არცერთი ქართული საიტი მზად არ არის დიდი რაოდენობით ერთდროული მომხმარებელი მიიღოს და მოემსახუროს, რისი უამრავი მაგალითი გვაქვს და ერთ-ერთი 2 მარტს გასაყიდად გამოტანილი საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩის ბილეთებია, რომლის შეძენის სურვილი რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ჰქონდა. მომხმარებლის ინტერესები დაირღვა, ვინაიდან და რადგანაც გასაყიდად გამოტანილი იყო სამუშაო დღეს და სამუშაო საათებში და უწევდათ სამუშაოს შესრულება ფორსმაჟორში პარალელურად საიტზე საშუალოდ 3 საათიანი მცდელობა, რომ როგორმე შესულიყო და შეეძინა სასურველი მატჩის ბილეთები.