საჭიროა 499 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
საბავშვო ბაღების შვებულება/დასვენების ცვლილება,იყოს ინდივიდუალური შვებულების არჩევის შესაძლებლობა
მოგესალმებით, მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება საბავშვო ბაგა- ბაღების მთელი წლის მანძილზე კოლექტიური შვებულების შესახებ. მშობლისთვის ძლაინ კარგი დახმარებაა სახელმწიფოს მხრიდან საბავშვო ბაღების ფუნქციონირება. მაგრამ ყველაზე საშინელებაა ზამთაში თითქმის 1 თვით შვებულება/დასვენება მთელი ბაღების(მთელი საქართველოს მაშტაბით), ხოლო ზაფხულში 2,5 თვით. დედებს ვისაც არ ჰყავს დამტოვებელი ბავშვების ან სახლში დამხმარე და არის მრავალშვილიანი მას სჭირდება, რომ ბაღებმა სულ იმუშაოს 12 თვით. თუ დედა მიშაობს ხომ ძიძაში იმდენი ეხარჯება აზრი არ აქვს მუშაობას. ხელფასები თქვენც იცით საშვალო 800 ლარია. კერძო ბაღშიც ვერ ატარებ, რადგან ზოგიერთ რეგიონში არაა, მაგალითად ბოლნისში, ასევე ყველას არ აქვს კერძო ბაღის საფასურის გადახდა, ამიტომ შემომაქვს წინადადება, რომ კოლექტიური შვებულება/დასვენება კი არ იყოს ბაღებში, არამედ ინდივიდუალური შვებულება/დასვენება ყველა თანამშეომელზე, როგორცაა მაგალითისთვის ბანკებში და სხვა დაწესებულებებში. დროა ცვლილებები შევიდეს ამ საკითხის რადგან ნამდვილად პრობლემას მიქმნის არამარტო მე არამედ ბევრ დასაქმებულ თუ დაუსაქმებელ მშობლებს,
პატივისცემით, ქეთევან გორდელაძე