საკონტაქტო ინფორმაცია
დაწესდეს საკონმდებლო რეგულაციები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის

საჭიროა 2805 ხელმოწერა

195
3000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი

დაწესდეს საკონმდებლო რეგულაციები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის

მოვითხოვთ დაწესდეს საკანონმდებლო რეგულაციები და შეზღუდვები აზარტული თამაშების ბიზნესზე საქართველოში, კერძოდ: კაზინოებზე, ტოტალიზატორზე, სათამაშო აპარატებზე და ინტერნეტ კაზინოზე.

 

რა ტიპის შეზღუდვებია აუცილებელი სათამაშო ბიზნესისათვის საქართველოში:

 

1. ტერიტორიული შეზღუდვა

აუცილებელია განისაზღვვროს ადგილები, სადაც არ შეიძლება განლაგდეს ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტები, იქნება ეს საკოლმეურნეო და საყოფაცხოვრებო ბაზრობები, თუ სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები. უმჯობესი იქნება, თუ ეს ინსტიტუტები გადავლენ ქალაქგარეთ.

2. ასაკობრივი შეზღუდვა

არ უნდა შეეძლოს 19-20 წლის ახალგაზრდას შევიდეს კაზინოში სათამაშოდ და მერე მშობლების უკითხავად ჩააბაროს სარეცხი მანქანა ლომბარდში. დღევანდელ საქართველოში ამ ასაკის ახალგაზრდებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ საკუთარი შემოსავლის წყარო. საუკთესო შემთხვევაში ისინი ან სტუდენტები არიან ან სამუშაოს მაძიებლები. თამაში მათთვის ორივე შემთხვევაში მხოლოდ ხელის შემშლელია, ამ გზით მათი თვითრეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ასაკობრივი ზღვარი გადიოდეს 25 წელზე და არა 21-ზე, ზოგ შემთხვევაში კი 18-ზე როგორც ეს აქამდეა.

3. თანხობრივი შეზღუდვა

სათამაშო აზარტული ბიზნესით  დაკავებული დაწესებულებები ამტკიცებენ, რომ ისინი წარმოადგენენ გართობის ცენტრებს. დასავლეთის ქვეყნებში ეს მართლაც ასეა. თუ ისინი მართლაც წარმოადგენენ გასართობ ცენტრებს, მაშინ მიზანშეწონილია, რომ მათი კლიენტისთვის დაწესდეს თანხობრივი ზღვარი (პირობითად 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რათა მომხმარებელს არ შეეძლოს უკანასკნელი თეთრებით იქ შესვლა უეცარი გამდიდრების ოცნებით.

4. ”ციფრული კოდი” (შეზღუდვა ინტერნეტ კაზიონოებისთვის)

ეს შეზღუდვა ეხება ინტერნეტ კაზინოს. ამ სივრცის მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება სამწუხაროდ, არასრულწლოვანი ბავშვები და მოზარდები ისე ახერხებენ ინტერნეტ კაზინოებში თამაშს, რომ ეს ყველაფერი მშობლის ყურადღების მიღმა რჩება. კანონმა უნდა დაავალდებულოს ქართული ინტერნეტ-კაზინო-ტოტალიზატორები, რომ მათ თავიანთ პროდუქციას ინდივიდუალური ციფრული კოდი დაადონ, რომელზე წვდომაც მხოლოდ ინდივიდუალური კოდითაა შესაძლებელი და კოდზე წვდომა მხოლოდ მშობელს ექნება. ამით მშობელს საშუალება ეძლევა განარიდოს თავისი შვილი ზემოთ ხსენებულ პრობლემას (ინტერნეტკაზინოს).

ყველა ზემოთ ჩამოთვილი პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფინანსთა სამინისტროსთან შეიქმნას სპეციალური მარეგულირებელი კომისია, რომელიც სათამაშო ბიზნესზე იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს ზემოთხსენებული შეზღუდვების დადგენა-განხორციელებაში. ასევე, შეიძლება, ამავე კომისიას დაევალოს მოთამაშეთა დაცვის ფუნქციების განხორციელებაც, რადგან, არც თუ იშვითია სათამაშო დაწესებულებათა მხრიდან მოთამაშეთა მიმართ უკანონო ქმედებები, იქნება ეს მოთამაშის მიერ მოგებულის დროულად არგადახდა, კანონიერი მიზეზის გარეშე ფსონების არმიღება, გაუქმება, და სხვა. მსოფლიო პრაქტიკა იცნობს მოთამაშეთა ომბუსმენის ამგვარ ინსტიტუტს და ის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს.

გიორგი თოფურია  

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული საქმე"
არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელი"

ტელ: 577783373; 5791471673