საკონტაქტო ინფორმაცია
აღდგეს ვეტერანთა ჰისპიტალის ფუნქციონირება

საჭიროა 2947 ხელმოწერა

53
3000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აღდგეს ვეტერანთა ჰისპიტალის ფუნქციონირება

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, მოგმართავთ  თხოვნით, რომ გადაჭრათ საქართველოს ომის ვეტერანებისათვის ძალზედ მნიშვენელოვანი საკითხი.

 ომის ვეტერანები საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. მათ ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე ომმა სავალალო კვალი დატოვა. უკვე ათწლეულებია, რაც გადაუწყვეტელი რჩება ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის საკითხი. ოთხ წლიანი ბრძოლის შედეგად, მივაღწიეთ შესაბამისი შენობის გამოყოფასა და გარემონტებას, თუმცა ჰოსპიტალი არ ფუნქციონირებს და კვლავ დაკეტილია, რადაგან მისი შესაბამისად აღჭურვისათვის ვერ გამოინახა თანხები.ჰოსპიტალს არც აპარატურა და არც შესაბამისი ინვენტარი არ გააჩნია. გვინდა გაცნობოთ,რომ ვეტერანებს ზემოთაღნიშნული შენობა 5 წლის ვადით გადასცა თავდაცვის სამინისტრომ. 3 წელი დასჭირდა მის გარემონტებას და მართალია, უკვე 10 თვეა რაც გარემონტებულ მდგომარეობაშია შენობა, მაგრამ 75 წლის ისტორიის მქონე სამედიცინო დაწესებულება დღესაც უფუნქციოდ იმყოფება . აშკარაა, რომ თუ 2021 წლამდე არ განხორციელდება მისი აღჭურვა და ამოქმედება, ვეტერანების მიერ გარემონტებული შენობა უკან დაუბრუნდება თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანები დარჩებიან შესაბამისი მკურნალობის გარეშე.

  ბატონო პრემიერო, გთხოვთ,  დაინტერესდეთ ამ საკითხით და დარწმუნდებით, რომ მინიმალური სახსრებით შესაძლებელია მაქსიმალური შედეგის მიღწევა.