საკონტაქტო ინფორმაცია
ღირსეული სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს!

საჭიროა 314 ხელმოწერა

686
1000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ღირსეული სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს!

მოგეხსენებათ, საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური კლასი საუბრობს განათლების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების, როგორც სოციალურად მნიშვნელოვანი ნაწილის სამომავლო პერსპექტივებზე, რომელმაც უნდა მოახერხოს ახალი საზოგადოების მშენებლობა. ვხედავთ, ამ აზრის ტოტალურ პროპანაციას და სახელმწიფოში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ექსპლუატაციურ საფუძველს, რომელიც სტუდენტს წყვეტს სასწავლო პროცესს და აიძულებს, მთელი რიგი სოციალური პრობლემების გამო, მეტი დრო გაატაროს დასაქმების ობიექტებზე, ვიდრე უნივერსიტეტში, ვინაიდან, მათ არ აქვთ საცხოვრებელი, გაძვირებულია ყოველდღიური ხარჯები - კვება, კომუნალურები და სხვ. ამ პირობებში კი, ნეოლიბერალური, კერძო მესაკუთრეთა, მდიდარი კლასის სახელმწიფო არ გვთავაზობს იმ სასტიპენდიო ბაზას, რომელიც სტუდენტს ფინანსური დამოუკიდებლობისთვის და განათლებაზე ორიენტირებისთვის სჭირდება.

დღეს, სახელმწიფო სტუდენტური სტიპენდიისთვის გამოიყოფა 3 500 000 ლარი, რომელიც უნდა გადანაწილდეს საჯარო უნივერსიტეტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ეხება უნივერსიტეტებში სტუდენტების მხოლოდ 4%-ს. ყოველთვიური სტიპენდია კი არის 150 ლარი, რომელიც სემესტრულად შეადგენს 750 ლარს. ამ სტიპენდიასაც სახელმწიფო სტუდენტს არა ერთიანად, არამედ ორი თვის განმავლობაში, სამ ნაწილად ურიცხავს, დაუდგენელი ვადების პირობებში. სახელმწიფო უნივერსიტეტებში 100 000 სტუდენტიდან, შიდა საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროცედურების და კონკურენციის პირობებში, შეირჩევა სტუდენტთა 4% და გაურკვეველ ვადებში ერიცხებათ ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონისთვის შეუსაბამო სტიპენდია, რომელსაც სტუდენტების პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.

არსებული სტიპენდია არის მხოლოდ სტატუსი და არა მთელი სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის ღირსეული დაფასება. სტიპენდია უნდა იყოს არა სტატუსი, არამედ სტუდენტის შრომის ადეკვატური ანაზღაურების გამოხატულება.

სახელმწიფო სტუდენტური სტიპენდია, მისი ამოქმედებიდან დღემდე ფუნდამენტურად არ შეცვლილა, მხოლოდ სახელწოდების მოდიფიკაცია მოხდა. აუცილებელია, სახელმწიფო სტიპენდიის გაორმაგება, ასევე, უნივერსიტეტებში სტიპენდიანტი სტუდენტების 4%-იანი კვოტის გაორმაგება, რათა საგანმანათლებლო სივრცეში მეტ-ნაკლებად დარეგულირდეს სტუდენტებს შორის კონკურენციის ველური პირობები და საფუძველი მომზადდეს საჯარო სასტიპენდიო სისტემისთვის, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის სტატუსი თავის თავში მოიაზრებს ყოველთვიურ სტუდენტურ სტიპენდიას.

"მაისის სტუდენტური მოძრაობა" ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად, ონლაინ პეტიციის პარალელურად, სტუდენტების ხელმოწერებს შეაგროვებს უშუალოდ საუნივერსიტეტო სივრცეში.


ჩვენ ვართ მაისის სტუდენტური მოძრაობა, რომელიც 2022 წლის 2 მაისს გავერთიანდით სტუდენტური საერთო საცხოვრებლის და შიდასაუნივერსიტეტო დემოკრატიის მოთხოვნით. ამის შემდეგ, ჩვენ მუდმივად ვიბრძვით სხვადასხვა სტუდენტური და სოციალური პრობლემების წინააღმდეგ, როგორიცაა:საბინაო კრიზისი, შრომითი პირობები, აკადემიური თავისუფლება და სხვ. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი უწყვეტი ბრძოლის შედეგად, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, შევძელით, სახელმწიფოს და უნივერსიტეტებს დაეწყოთ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.

ვრცლად