დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პირველ კლასში მიიღონ კონკრეტული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები
მოგეხსენებათ, ახლანდელი კანონის თანახმად, პირველ კლასში იღებენ მხოლოდ იმ ბავშვებს რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე (15, ზოგჯერ 17 სექტემბრამდე) შეუსრულდათ 6 წელი. ვფიქრობ, ეს კანონი არის დისკრიმინაციული და არღვევს იმ ბავშვების უფლებებს ვინც 15 სექტემბრდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაიბადა. უფრო სამართლიანი იქნება, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი უფლება სკოლაში მისვლისა და რამოდენიმე დღისა თუ თვის გამო არ დააკარგვიონ მთელი წელი.
მოსაზრება, იმის შესახებ, რომ 5 წლის ბავშვი მზად არაა სკოლისთვის, ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, რადგან შეუძლებელია 15 სექტემბერს დაბადებული ბავშვი მზად იყოს სკოლისთვის, ხოლო 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი, რომელიც ჯერ ისევ 5 წლისაა და სასწავლო წლის დაწყებამდე 1 დღე უკლია 6 წლამდე, უკვე აღარაა მზად სკოლისთვის. ეს არის დისკრიმინაცია! ბავშვის უფლების დარღვევა!
მოვითხოვ, პარლამენტმა შეიტანოს კანონში ცვლილება და კონკრეტული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს მისცენ თანაბარი უფლება პირველ კლასში მისასვლელად.
პატივისცემით
მარინა გულისაშვლი