საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო ქართველების გარეშე?!

საჭიროა 99995 ხელმოწერა

5
100000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

საქართველო ქართველების გარეშე?!

მოგეხსენებათ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიდან ამოიღეს "ეროვნება" და ჩასვეს "მოქალაქეობა." ეს საკმაოდ წინდაუხედავი და მზაკვრული ნაბიჯი იყო და ყველამ კარგად იცის, თუმცა, ვინაა მომკითხავი?! 

1. ეროვნების გარეშე ჩვენ ვართ "საქართველოს მოქალაქეები" და არა ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები... ანუ, მხოლოდ ქართველობას კი არ "გვართმევენ", არამედ სომხობასაც, აზერბაიჯანელობასაც...

2. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენს ქვეყანას გადაერქვას სახელი და ვთქვათ, "საგიჟეთი" დაერქვას. ეროვნების გარეშე რა გამოვა? რომ ჩვენ "საგიჟეთის მოქალაქეები" ვართ?!

3. ეროვნების გარეშე არა მხოლოდ თვითმყოფადობას, არამედ თავისუფლებას და ამ ქვეყანაში მასპინძლობის უფლებასაც ვკარგავთ. შესაბამისად, მივიღებთ "საქართველოს ქართველების გარეშე."

4. "საქართველოს მოქალაქეობა" მარტივად გაიცემა და შესაბამისად, ათეულობით წლის შემდეგ ქართველი ერი აღმოჩნდება უმცირესობაში. შედეგად, მთელი ძალაუფლება მათ ხელში აღმოჩნდება, ვინც უმრავლესობაში იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ჩინელები იქნებიან, არაბები თუ ამერიკელები.

5. არ ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველოში სხვა ერის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მაგრამ "საქართველოს მოქალაქე" ჩინელიც, არაბიც და ამერიკელიც იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც "საქართველოს მოქალაქე" ქართველი?! განა ჩვენს სახლებში ჩვენზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თუ სად რა ნივთს დავდგამთ და რომელ სტუმარს გავუღებთ სახლის კარს?! საქართველო ხომ ჩვენი დიდი სახლია! 

6. სასწრაფოდ თუ არ დავიბრუნეთ "ქართველობა", ათეულობით წელიწადში უდიდესი უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით. მითუმეტეს, რომ იურიდიულად "ეროვნებას" უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე "მოქალაქეობას", რადგანაც "მოქალაქეობის" მიცემა და ჩამორთმევა მარტივად შეიძლება, "ეროვნებას" კი ვერასოდეს ვერავინ ჩამოგვართმევს. აბა დაფიქრდით, რა მოხდება, ერთ დღეს ყველას რომ ჩამოგვართვან "საქართველოს მოქალაქეობა?!" 

ვინ ვიქნებით და რანი ვიქნებით? ღმერთმა არ ქნას და ასე თუ მოხდა, გამოვა, რომ უკანონოდ ვცხოვრობთ მიწაზე, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის და შესაბამისად, ტანკებითაც რომ გადაგვიარონ და ცოცხლად დაგვმარხონ, კანონი უკვე მათ მხარეს იქნება.

გამოფხიზლდით, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა და ერთად მოვითხოვოთ, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან ამოიღონ "საქართველოს მოქალაქე" და დააბრუნონ "ეროვნება", რათა ვიცოდეთ ვინ ვართ, რანი ვართ და ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე ცხოვრების კანონიერი უფლება დავიბრუნოთ!