საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს ბანკების უკონტროლო საქმიანობა

საჭიროა 4960 ხელმოწერა

40
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • ფინანსთა სამინისტრო

შეწყდეს ბანკების უკონტროლო საქმიანობა

მოვითხოვთ შეწყდეს ბანკების უკონტროლო საქმიანობა, ის რასაც დღესდღეისობით ბანკები აკეთებენ სრულიად ამაზრზენი და სამარცხვინოა, დარღვეულია კლიენტის ყველა უფლება. ბანკები საკუთარი სურვილის მიხედვით მოქმედებენ და არ ითვალისწინებენ კლიენტის მოთხოვნილებებს და საჭიროებებს. სამარცხვინოა რომ სესხის აღების პროცესში არ უმარტავენ კლიენტს სესხის პირობებს და თავიანთი სურვილით ცვლიან ხელშეკრულებას. არა მხოლოდ ბანკის სახელმწიფოს სირცხვილიცაა ის რასაც აკეთებს ლიბერთი ბანკი ე.წ. საპენსიო სესხთან დაკავშირებით. მუშაობის უუნარო მოხუცებს რომელსაც მინიმალური შემოსავალი კი არ გააჩნიათ(180 ლარი სრულიად არ არის საკმარისი დღსდღეისობით საარსებოთ) იმ მინიმალურ პენსიასაც გი უნახევრებენ და საბრალო მოხუცებს ლუკმა პურის გარეშე ტოვებენ. ასევე პანკების სოლიდარული თავდებები რომელთა შესახებაც არც კი აფრთხილებენ არც თავდებ და არც  მსესხებელ პირს. სამარცხვინოა განვადების პირობებიც, ნივთს მაშინაც კი  წაგართმევენ 1 თეთრი რომ გქონდეს დარჩენილი გადასახდელი. ვინ აკონტროლებს ბანკების  თარეშს, რეალურად არავინ. ბანკსი მისი სურვილისამებრ შუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. არ ვგლისხმობ მხოლოდ სესხებს და განვადებას, ასეთივე სიტუაციაა ე.წ შემნახველ ანაბრებზეც(ჩემი პირადი მაგალითია). სახელმწიფო კონტროლს უნდა უწევდეს ბანკების საქმიანობას, მაგრამ ამას არ აკეთებს და ისედაც გაჭირვებულ ხალხს უფრო უმძიმებს ცხოვრებას. ყველას გთხოვთ გულთან მიიტანოს ეს პრობლემა  და ხელი მოაწეროთ პეტიციას რომ სახელმწიფომ გააკონტროლო ბანკების უკონტროლო საქმიანობა და დაიცვას ჩვენი უფლებები.