დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტმა აქტიური პოზიცია უნდა გამოხატოს სიძულვილის ენის და შუღლის წინააღმდეგ!
ბატონო პრეზიდენტო!
მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემების თავი და თავი ჯანსაღი, ინტელიგენტური, ზნეობრივი ურთიერთობების დიდი დეფიციტია.
ჩვენი ქვეყანა ვერა და ვერ განერიდა იმ წყევლას, რასაც ჰქვია ცინიზმი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილი, პოპულიზმი, სხვისი აზრის შეუწყნარებლობა...
მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობას - მშვიდობის პოლიტიკაზე, დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეებისა და სხვა ჯგუფების ეთიკურ დიალოგზე ზრუნვას! მოგმართავთ ასევე იმიტომ, რომ სწორედ თქვენგან გვაქვს იმედი ამ საკითხზე ადეკვატური გამოხმაურებისა.
მოვითხოვთ, პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და თქვენი პირადი ძალისხმევით კონკრეტული ღონისძიებები გაატაროთ სახელმწიფოში მშვიდობიანი, საზოგადოებრივი და პირადი ეთიკური ურთიერთობების დასამკვიდრებლად, ამ მხრივ დღევანდელი აუტანელი სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
უცხოური ორგანიზაციებზე მეტად ამ თემაზე ჩვენი ხელმძღვანელი ინსტიტუციები უნდა ზრუნავდნენ.
დარწმუნებული ვართ, ამ მიმართულებით წარმართულ ყველა ინიციატივაში მხარს დაგიჭერთ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.