საჭიროა 996 ხელმოწერა
4
1000
ადრესატი:
- სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
პეტიცია - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში „მრავალფუნქციური სოფლის სახლის“ შექმნის თაობაზე.
დღესდღეობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,
არ არის თავისუფალი სივრცე, სადაც მოსახლეობა შეძლებს შეხვედრების გამართვასა და საგანმანათლებლო დისკუსიების მოწყობას;
არ არის თავისუფალი სატრენინგო სივრცე, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა;
არ არის თანამედროვე წიგნები და სამკითხველო სივრცე;
არ არის წიგნის მაღაზია, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა იყიდოს თანამედროვე ლიტერატურა.
არ არის კეთილმოწყობილი მყუდრო კაფე, სადაც მოსახლეობა კომფორტულად მიირთმევს ყავა/ჩაისა და ტკბილეულს.
ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, გამოვთქვამთ ინტერესსა და სურვილს წნორში შექიმნას მრავალფუნქციური სივრცე - წიგნის მაღაზია, კაფე, ტრენინგ ოთახი და თანამედროვე ბიბლიოთეკა.