საჭიროა 884 ხელმოწერა
ადრესატი:
- იუსტიცის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა
- საქართველოს პროკურატურა
მოვითხოვთ აიკრძალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია !
მოვითხოვთ აიკრძალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა !
მოვითხოვთ, პატიმართა მასობრივი გაუპატიურება-წამებისა და მოქალაქეთა მიზანმიმართული მკვლელობის, ასევე კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულებების ორგანიზებისა და განხორციელების გამო აკრძალულ იქნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, ასევე გაუქმდეს მისი, როგორც პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია!
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულის განხორციელება აუცილებელი და მართლზომიერი ნაბიჯი იქნება, რომლის გარეშე შეუძლებელია საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებაზე საუბარიც კი. ამასთავე ვთვლით, რომ აღნიშნულის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, როგორც სამოქალაქო მშვიდობის, ასევე მომავალში მსგავსი საზარელი მოვლენის განმეორების თავიდან აცილების თვალსაზრისითაც.
აქვე გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, იმ შემთხვევაში თუკი სარწმუნოდ დადასტურებულია და ფაქტებით გამყარებულია, მის მიერ უმძიმესი და სისტემური ხასიათის დანაშაულებათა ორგანიზების და განხორციელების ფაქტი. მსგავს მაგალითებს მრავლად ვხვდებით თანამედროვე სამყაროს ისტორიაში.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ჰიტლერისეული ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გაუქმება გერმანიაში, ასევე მრავალ ქვეყანაში კომპარტიის აკრძალვა...
გარდა ამისა მსოფლიოში არსებობს მრავალი სხვა მაგალითი, როდესაც დიქტატურული ან ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების შემდეგ ხორციელდებოდა აღნიშნული რეჟიმის პერიოდში მოქმედი პოლიტიკური ძალის ე.ი პარტიის საქმიანობის აკრძალვა!
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მრავალრიცხოვანი და უმძიმესი, ამასთანავე სისტემური ხასიათის დანაშაულებათა განხორციელების გამო, მოვითხოვთ გაუქმებულ იქნას ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია !
„დემოკრატიის ინსტიტუტი“