დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აბიტურიენტები 2016
მოგმართავთ 2016 წლის სახელით. მოგეხსენებათ, წელს ზოგადად უნარების ტესტი საკმაოდ რთული აღმოჩნდა,ერთი შეხედვით ყველასთვის, მაგრამ თუ 2016 წლის უნარებში გამოყენებულ ტესტებს გადავავლებთ თვალს,აშკარად ჩანს მეორე ვარიანტის სირთულე განსხვავებით დანარჩენი ვარიანტებისა. ჩვენი მოთხოვნაა მოგვიმატოთ ქულა როგორც მეორე ვარიანტის ბავშვებს ასევე პირველი, მეორე და მესამე ვარიანტების ბავშვებსაც.ვინაიდან,ჩვენი მოთხოვნის მიზეზი მრავალია.ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ვაპროტესტებთ ამ ტესტს,გახლავთ ის წარმოუდგენლად გაუგებარი კითხვები,რომლებიც ჩვენ გვხვდა წილად. ამას ემატება დროის სიმცირე, უბრალოდ შეუძლებელია საათსა და ოცდათხუთმეტ წუთში შეაფასო და გაიაზრო ისეთი რთული ტესტი,როგორიც ვერბალურში იყო.ქართულში დათმობილი 4 საათ ნახევარი ჯობდა გაგეყოთ ვერბალურისთვის.რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, ალბათ ყველასთვის ცხადია თუ რაოდენ დიდია იმ ადამიანების რიცხვი,ვისთვისაც მათემატიკა დაუძლეველი საგანია.აქვე ავღნიშნავ იმასაც,რომ ადამიანს მათემატიკა ან ესმის ან არა. განსაკუთრებით მათთვის,ვინც მეოთხე საგნად ისტორიას,გეოგრაფია ან ლიტერატურას აბარებს რთული იყო დაეძლია მეორე ვარიანტის ტესტი. ჩვენ მათემატიკოსები არ ვართ. ამ ტესტში მოცემული სავარჯიშოები კი ვფიქრობ არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას. ჩემი აზრით, ეს ტესტი პედაგოგებისთვის იყო განკუთვნილი და არა აბიტურიენტთათვის. მოგეხსენებათ,დღესდღეობით რთულია სკოლაში მიიღო სრულფასოვანი განათლება. უნარების ჩასაბარებლად კი რეპეტიტორებთან დავიწყეთ მომზადება, რა თქმა უნდა, აქაც წავაწყდით სირთულეებს. ალბათ, გაგიკვირდებათ რომ გითხრათ თორმეტი მასწავლებელი გამოვიცვალე-მეთქი. კი,ასეა და მარტო მე არ შემემთხვა ასე. ჩემს გარდა კიდევ უამრავი ბავშვია,ვისთვისაც დღეს 24 ქულა უნარებში გადამწყვეტია. მაშინ, როდესაც ბავშვი სკოლაში არ სწავლობს უნარებს თუნდაც დამატებით საგნად ძალიან გაუჭირდება აიღოს მაღალი ქულა ასეთ მოკლე ხანში. პატივისცემით აბიტურიენტები.