დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი / Tbilisi State Medical University Rector
თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირების ინიციატივა / TSMU Student Self-governance reform initiative
სტუდენტური თვითმმართველობის უმთავრესი მიზანი სტუდენტების ჩართულობის განხორციელება და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათი ჩართვაა. სტუდენტების ჩართულობა დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
სტუდენტური თვითმმართველობა მრავალი წელია ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თუმცა სტრუქტურის სანდოობის დონე სტუდენტებში საკმაოდ დაბალია. ჰიპოთეზა დაფუძნებულია სტუდენტების კვლევათა მეორად ანალიზზე.
ამ საკითხთა პრობლემურობა რამდენიმე მიზეზის გამო ვლინდება:
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის საქმიანობა არ არის დაფუძნებული სტუდენტთა ინტერესებისა და საჭიროებების ანალიზზე. ბუნდოვანია და ხილვადობის ნაკლებობაა თვითმმართველობის საქმიანობის - როგორც მისი კომპეტენციების, ისე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ არ არის ხელმისაწვდომი ან არ არსებობს ამ პროექტების ანგარიში. არ არსებობს ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე დგინდება თვითმმართველობის ბიუჯეტის პრიორიტეტები და მიიღება მათი პროგრამები, ან არსებობს თუ არა მსგავსი.
პროექტთა მენეჯმენტი ხორციელდება თავად თვითმმართველობის მიერ და რიგით სტუდენტებს ნაკლებად ეძლევათ შანსი ჩაერთონ ამ პროცესში. თვისებრივი კვლევის საფუძველზე ვლინდება, რომ სტუდენტებს აქვთ შთაბეჭდილება, რომ თვითმმართველობაში არსებობს გადაწყვეტილებების მიმღები ჩაკეტილი წრე, რომელზეც წვდომა არ არსებობს.
ნაკლები ხილვადობით და სანდოობით გამოირჩევა თვითმმართველობის საუნივერსიტეტო საბჭოებში ჩართულობის საქმიანობა.
ნებით თუ უნებლიედ ეჭვი იბადება სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა სელექციის პროცესში ტენდენციურობაზე და არსებობს ვარაუდი, რომ ბენეფიტებს მხოლოდ თვითმმართველობის წევრები და მათთან აფილირებული პირები იღებენ.
ვფიქრობთ, რომ არსებობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურული რეფორმის საჭიროება.
ინიციატივის მიხედვით, შედგება სპეციალური კომიტეტი, რომელიც ჩაატარებს კვლევას სტუდენტების საჭიროებებისა და ინტერესების ანალიზს. ანალიზის საფუძველზე შედგება ბიუჯეტის პროგრამები და პრიორიტეტები. ამის ფარგლებში გამოცხადდება საგრანტო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტების მიერ შემდგარ გაერთიანებას ან არაფორმალურ ჯგუფს შეეძლება. კომიტეტის კომპეტენცია იქნება, რომ შეადგინოს საგრანტო წინადადების მარტივი ფორმა, შეაფასოს პროექტები წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლინოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები.
პროექტების მენეჯმენტი მთლიანად განხორციელდება სტუდენტების მიერ და მის ბოლოს კომიტეტს წარუდგენს პროექტის ანგარიშს.
აღნიშნული რეფორმა გაზრდის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და სანდოობას, გაძლიერდება სტუდენტების ჩართულობა და მისი განხორციელების ეფექტურობა. ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს უნივერსიტეტის რეპუტაციასა და იმიჯს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული რეფორმა ეხმიანება ევროსაბჭოს მიზნებსა და ამოცანებთან - ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებულ ევროპულ ქარტიასთან.
გარდა ამისა, ის, რომ თავად სტუდენტები განახორციელებენ პროექტებს, სტუდენტებს განუვითარდებათ ისეთი კომპეტენციები, რომელსაც ფორმალური განათლება ვერ უზრუნველყოფს. ასეთია პროექტის მენეჯმენტი, სერვისის ორიენტაცია, კოორდინაცია, კრიტიკული აზროვნება, ანტეპრენეარული და კრეატიული უნარები და მიდგომები, ჯგუფური მუშაობა, მათემატიკური უნარები - პროექტის ბიუჯეტისა და ანგარიშის შედგენა. ინიციატივა ხელს შეუწყობს თსსუ-ს სტუდენტების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
აღნიშნული პეტიცია განკუთვნილია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საინიციატივო ჯგუფი უფლებას იტოვებს გააუქმოს ხელმოწერა, თუ ხელის მომწერი არ წარმოადგენს სამიზნე ჯგუფს.
The main aim of student self-governance is to facilitate student participation and involve them in decision-making process. Student participation is one of the important part of democratic processes.
It has been many years since student self-governance is functioning in Tbilisi State Medical University. However, analysis of raw data indicates that the reliability of self-governance is quite low in the students.
These issues are manifested because of several reasons:
It has to be noted, that activities of self-governance is not based on students' needs and interests. There's a lack of visibility of the activities which are implemented by the self-governance - their competencies and the projects themselves. It has to be noted, that there is no access or no existance of the reports of the projects under self-governance. There's no information and evidence showing how and based on what are self-governance budget priorities and programmes are deliberated.
Project management is facilitated only by the self-government itself and there's lack of opportunities for the regular students to get involved in this process. The qualitative survey shows that the students have an impression that there's an inner circle of self-governance which is making decisions and there's no access to it.
There's lack of visibility and reliability of student self-governance involvement in university councils.
With or without the evidence, there's a doubt of protectionism and tendentiousness in the selection processes in various projects and programmes of university. It is doubted that only self-governance members and affiliated individuals are benefited.
We believe, there is a need of stuctural reform of TSMU self-governance.
According to this initiative, there will be a special comittee created, which will run a need analysis of students. Based on this analysis, they will deliberate the priorities and programmes of self-governance budget. Under this framework, the grant competition will be announced, which will enable the associations and informal groups created by TSMU students to participate. One of the responsibilities of the comittee will be to create the simple grant proposal form, assess and evaluate the grant proposals using the special criteria, which will be announced prior to the competition, announce the winner projects.
The project management will be implemented fully by the students and present the project report to the comittee.
This reform will increase the transparency of student self-governance activities and reliabilities, reinforce the efficiency of student involvement and participation. This will affirm the reputation and image of the university on national and international levels. This reform comes inline with the aims and objectives of Council of Europe - Revised European Charter on the Participation of Young People in Local and Regional Life.
Furthermore, due to the fact that the students themselves will implement the project, they will have their competencies increased. These competencies are not supported by the formal education. This initiative will have a specific learning outcomes, i.e. knowledgre of project management, service orientation, coordination and critical thinking, entepreneurial and creative mindset and attitudes, teamwork, mathematical competencies - creating project budget and report. This initiative will support the development of TSMU students as concious and active citizens.
The target group of this petition are the students of Tbilisi State Medical University. The initiative team leaves the right to itself to cancel the signature, signed by the individual not representing the target group.