დასრულებული
589
500
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
მიენიჭოს გრიფი გამომცემლობა „კლიოს“ ბიოლოგიის XI კლასის სახელმძღვანელოს მარინა სეხნიაშვილის ავტორობით!
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საქართველოს ბიოლოგიის მასწავლებლები და დარგის სპეციალისტები, გთხოვთ გრიფი მიანიჭოთ გამომცემლობა „კლიოს“ ბიოლოგიის XI კლასის სახელმძღვანელოს მარინა სეხნიაშვილის ავტორობით, რადგან:
- ამ სახელმძღანელოს გრიფირებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებლის წიგნში მატრიცების რესურსების გრაფაში ავტორმა შემთხვევით, მექანიკურად ჩაწერა თავისი სახელი და გვარი სახელმძღვანელოს მითითებით. ამით დაირღვა გრიფირების წესის 7.1 კრიტერიუმი ანონიმურობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ეს კრიტერიუმი, რადგან ყველა ავტორს აქვს სახელმძღვანელოს შექმნის თავისი ხელ-წერა და რეცენზირების ექსპერტებისთვის ავტორის ვინაობის ამოცნობა რთული არ არის.
- სახელმძღვანელოს გრიფირების პირველ ეტაპზე მინიჭებული ქულების პროცენტული მაჩვენებელია 100, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მეცნიერულად და მეთოდურად სრულიად გამართულია და აკმაყოფილების ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების რეფორმის მოთხოვნებს.
- ავტორს გრიფირებული სახელმძღვანელოები და დამხმარე სასწავლო მასალები აქვს 2002 წლიდან, 2012 წლიდან ბიოლოგიის გრიფირებული სახელმძღვანელოების უწყვეტი სერია VII-XI და 2019 წლიდან VII-X კლასებისთვის მხოლოდ მას აქვს. აქედან გამომდინარე, წლებია მასწავლებლები და მოსწავლეები, აბიტურიენტები სარგებლობენ ამ სახელმძღვანელოებით, რომელთა გამოყენება კომფორტულია როგორც მასწავლებლებისთვის (მასწავლებლის წიგნებში მოცემულია ყველა ის რესურსი, რაც აუცილებელია მესამე თოაბის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განხორციელებისთვის: სამიზნე ცოდნა, კომპლექსური დავალებები, თემატური მატრიცები, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკები, კურიკულუმის ნიმუში) , ისე - მოსწავლეებითვის (ინფორმაცია - ტექსტური და ვიზუალური - მოცემულია მოსწავლეებისათვის გასაგებად, შეთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები).
- გრიფირების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ დღეისთვის გრიფირებულია XI კლასის მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება.