საჭიროა 1920 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დავეხმაროთ გიორგი ჩერქეზიშვილს!
“შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს...“_ შშმ პირის ტრაგიკული ისტორია
"გიორგი ჩერქეზიშვილს საარსებო შემწეობის გაცემა შეუწყდა 2014 წელს გეგმა- გრაფიკით გადამოწმების შემდეგ. წელს ოჯახი გადამოწმდა ორჯერ, ამჯერად მისი სარეიტინგო ქულა ოდნავ აღემატება სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ზედა ზღვარს. ანუ მისი სარეიტინგო ქულა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინეს ფულად საარსებო შემწეობას, თუმცა, ის სარგებლობს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე როგორც შშმ პირი ის იღებს სოციალურ პაკეტს - 180 ლარს. მოგეხსენებათ, როცა სოცაგენტის მიერ ივსება დეკლარაცია, მასში იწერება სხვადასხვა მონაცემი, რასაც ოჯახის წევრები უთითებენ. ყველა ეს მონაცემი გარკვეულ გარკვეულ გავლენას ახდენს სარეიტინგო ქულის ფორმირებაზე. ამ ბენეფიციარს დაფიქსირებული აქვს პენსია, მიწის ნაკვეთი, მცირე ზომის სახლი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მცირეოდენი არა რეგულარული შემოსავალი მუნიციპალიტეტიდან და ასევე ორი მასთან არ მცხოვრები შვილი, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან...
ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, სარეიტინგო ქულის დათვლისას ყოველგვარი სუბიექტური ფაქტორები გამორიცხულია და პროგრამულად ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვიდა ეს სარეიტინგო ქულა, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დახმარების მისაღებად საკმარისი არ არის", _ აცხადებენ სააგენტოში.