საკონტაქტო ინფორმაცია
სოფ.ნაფეტვრებში სკვერისა და საკალათბურთო მოედნის მოწყობა

საჭიროა 52 ხელმოწერა

148
200
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

სოფ.ნაფეტვრებში სკვერისა და საკალათბურთო მოედნის მოწყობა

ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული და მზარდი სოფელია.

ჩვენი სოფლის მუდმივი მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით მზარდია ბავშვებისა და ახალგაზრდების რიცხვი.

სამწუხაროდ სოფელს არ აქვს სკვერი და სპორტული მოედანი, რაც მოზარდი თაობისათვის დიდი პრობლემაა.

ამ პეტიციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფეტვრების მცხოვრებლებს, გინდა მივმართოთ თხოვნით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში რათა მოიძიონ და გამოყონ სოფ.ნაფეტვრებში სკვერისა და საკალათბურთო მოედნისათვის საჭირო ტერიტორია და 2023 წლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინონ სახსრები ამ პროექტის დასაფინანსებლად.