საკონტაქტო ინფორმაცია
საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს

დასრულებული

501
500
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მოვითხოვთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა აღუდგეს ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც შეუჩერდათ აღნიშნული სოციალური დახმარება. ეს არის აუცილებელი, რადგან ამ ადამიანებს სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი არსებობდნენ სწორედ სახელმწიფოს დახმარებით - საარსებო შემწეობით, რომელიც 30 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს და ამ დახმარების გარეშე ადამიანები რჩებიან სრულიად უმწეო მდგომარეობაში. მითუმეტეს არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ მარტის თვეში კიდევ დამატებით შეუჩერდა დახმარება ათასობით ადამიანს ბიუროკრატიული პროცედურების (გეგმიური გადამოწმება და სხვა) გამო. 

ნუ გავწირავთ ადამიანებს შიმშილისთვის!

მოაწერეთ ხელი პეტიციას! გისურვებთ ჯანმრთელობას.

დამატებითი კითხვებისთვის 591051601 (თეონა ჭალიძე)