საკონტაქტო ინფორმაცია
სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ვერთმფრენები!

საჭიროა 19726 ხელმოწერა

274
20000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტი

სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ვერთმფრენები!

მოგესალმებით
აღნიშნული პეტიცია შეეხება სახელმწიფოს მხრიდან სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ვერტმფრენების შეძენის საკითხს.
სატყეო სააგენტოს მონაცემებით 2007-16 წლებში დარეგისტრირა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 297 შემთხვევა. 2015 წელს ხანძრის ყველაზე მეტი, 72 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიწვა 205 ჰექტარზე მეტი. 2008 წელს 1300 ჰექტარი დაიწვა, გასულ წელს კი 100 ჰექტარზე მეტი. (1) აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ ასეთი საზარელი და ძნელად გამოსასწორებელი შემთხვევები შევამმციროთ დამეთანხმებით რომ ბევრად მეტი ვერტმფრენია საჭირო და უფრო მაღალი ტვირთამწეობის, ვიდრე საქართველოს ჰყავს. საჭიროა სპეციალურად ხანძრის საწინააღმდეგო ვერტმფრენის შეძენა. საქართველო მაღალმთიანი ქვეყანაა და ტყეს უკავია ტერიტორიის 39%. (2) ამ ტყეს გაფრთხილება ჭირდება და დაუშვებელია, რომ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ტექნიკის ასეთი სიმცირე იყოს.
სამედიცინო და სამაშველო ვერტმფრენების საჭიროება აშკარა გახდა მაგალითად 2015 წელს 13 ივნისს, როდესაც მათი არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ბევრად ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ასევე არის შემთხვევები როდესაც უამინდობის გამო მაღალმთიან დასახლებებში მიმავალი გზა იკეტება, ასეთ დროს ამ დასახლებებში თუ იქნება ავადმყოფი, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება ან ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება ზოგადად, რამდენიმე ვერტმფრენით, რომელიც დაშორებულია რეგიონებიდან, ვერ მოხდება მათი დროული დახმარება. საჭიროა რამდენიმე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საქართველოს ყველა რეგიონში. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და თანაც ასეთ სიტუაციაში, როდესაც გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ რთული აქვს, ამ სახის პრობლემები არ უნდა იდგეს დღის წესრიგში. მოგიწოდებთ ყველას ხელი მოაწეროთ პეტიციას და მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში.