საკონტაქტო ინფორმაცია
მოთხოვნა დუშეთის საქალაქთაშორისო  მგზავრთა გადაყვანის საკითხზე

დასრულებული

1000
1000
ადრესატი:
  • შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ შალვა კერესელიძეს, დუშეთის მუნიციპალურ ხელისუფლებას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

მოთხოვნა დუშეთის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის საკითხზე

   იმ პეტიციის პასუხად, რომელიც ეხებოდა თბილისი-დუშეთის მიმართულებით სამგზავრო ღირებულების დარეგულირებას, მგზავრობის საფასური 2,5 ლარი, 2 კვირით, 2 ლარი გახდა. ამის შემდგომ, კონკურენციის თავისუფალი სივრცის არ არსებობის გამო, მგზავრობის ღირებულებამ კვლავ 2.5 ლარამდე მოიმატა. ქუჩაში გამოსული საზოგადოების პროტესტს, მეორე დღესვე, სამარშრუტო ტაქსების მხრიდან ბოიკოტი მოჰყვა. თოვლსა და ყინვაში გარეთ მდგომ სამსახურებსა და სასწავლებლებში მიმავალ მგზავრებს ქალაქის ცენტრზე დემონსტრაციულად მდგომი დაკეტილი ტრანსპორტი დაგვახვედრეს, ასე დასაჯეს ქალაქის საზოგადოება პროტესტის გამოხატვის გამო. იმავე დღეს, მოსახლეობის ძალისხმევით, ახალ ხაზზე შემოვიდა ალტერნატიული სამარშრუტო საშუალებები 2 ლარის ტარიფით. მომდევნო დღესვე ძველი ხაზის ღირებულება 1 (ერთი) ლარი გახდა, მაშინ როდესაც გაძვირების მოტივის ახსნისას, ისინი დაბეჯითებით გვიმტკიცებდნენ, რომ 2 ლარი არ ანაზღაურებდა მათ ხარჯებს.

     ამ დღიდან ქალაქი გაიხლიჩა, ადგილი აქვს საფრთხის შემცველ უწესრიგობას, დევნას და ურთიერთობას, რომელიც ძალიან შორსაა თავისუფალი ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობისაგან და რაშიც იკითხება იძულება, კრიმინალი. ეს მწარე რეალობა 3-4 წლის წინანდელი პროცესის გამეორებაა: იგივე სცენარით, იგივე მოქმედი პირებით.

      დავიღალეთ!

      მოვითხოვთ, ეს საქმიანობა გაათავისუფლოთ და დაიცვათ არაკანონიერი ჩარევებისაგან, უზრუნველყოთ, სამეწარმეო საქმიანობისათვის თავისუფალი სივრცე, სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებით იმოქმედებენ მხარეები და დაცული იქნება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

     ვითხოვთ, სასწრაფოდ დაარეგულიროთ საკითხი სამართლებრივ რეჟიმში ერთხელ და სამუდამოდ!