საკონტაქტო ინფორმაცია
დაიწყოს კიბოს ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

დასრულებული

1001
1000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა

დაიწყოს კიბოს ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

(ტუბერკულოზის ვაქცინა და ვიტამინი D კურნავს კიბოს)

საქართველოში 2002 წლიდან 2017 წლამდე სიმსივნეების საერთო რაოდენობა 6.6-ჯერ გაიზარდა.  სსიპ-ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2005 წლიდან დღემდე შარდის ბუშტის სიმსივნით დაავადებულია 85 500 ადამიანი, რომელთაგან ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 557 პაციენტს, ხოლო 953 გარდაიცვალა.

შარდის ბუშტის სიმსივნეთა გავრცელებას ერთი თავისებურება ახასიათებს, მაგ: თეთრი რასის წარმომადგენლები გაცილებით ხშირად ავადდებიან, მამაკაცებს კი ეს დაავადება ქალებზე 3-4-ჯერ ხშირად ემართებათ.

სამწუხაროდ, საქართველოში სიმსივნის მკურნალობის მეთოდები სამედიცინო დარგში მსოფლიო მიღწევებთან შედარებით საკმაოდ მოძველებულია. არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში და დიდ ბრიტანეთში, ონკოლოგები შარდის ბუშტის და კუჭნაწლავის კიბოს საწინააღმდეგოდ პაციენტებს უნიშნავენ  ბცჟ-ს და ვიტამინი D-ს კომბინირებულ იმუნოთერაპიულ მკურნალობას. აღნიშნული ფაქტის შესახებ გამოქვეყნებული იყო ჯერ კიდევ 10.08.2011 წელს ჟურნალში ,,British Journal of Cancer“.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში, ქალაქ როჩესტერის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ,, University of Rochester Medical Center“-ის და St. George’s-ის სახ. ლონდონის უნივერსიტეტის ექიმების განცხადებით, აღმოჩენილ იქნა ახალი მექანიზმი, რომლის  მეშვეობით ბცჟ-(BCG) ვაქცინაზე D ვიტამინის დამატება რამდენჯერმე აუმჯობესებს მკურნალობის საბოლოო შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი, შარდის ბუშტის და მსხვილი ნაწლავის კიბოს იმუნოთერაპიით მკურნალობა წარმატებით ხორციელდება.

მკურნალობისას,  ვაქცინის ხსნარი გამოიყენება არა ინექციის სახით, არამედ ხდება მისი შარდის ბუშტში ან მსხვილ ნაწლავში ჩაწვეთება (ინფუზია).

დღეისათვის, უკვე დიდ ბრიტანეთში სამედიცინო კვლევები  და მკურნალობა მოსახლეობაზე ტარდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100%-იანი დაფინანსებით. დღემდე არსებული შედეგები ცხადყოფს, რომ 10 დაავადებული პაციენტიდან საშუალოდ 6 პაციენტი 100%-ით ინკურნება.

ყოველივედან გამომდინარე, ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი მივმართავთ თხოვნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ: დავით სერგეენკოს, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, რათა საქართველოშიც ბრიტანეთის ანალოგიურად განხორციელდეს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევა, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით გადაარჩენს ასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს.

წინასწარ გიხდით მადლობას.