საკონტაქტო ინფორმაცია
დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი გარდაბნის რაიონ სოფელ მარტყოფში

დასრულებული

1096
1000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი გარდაბნის რაიონ სოფელ მარტყოფში

გარდაბნის რაიონ სოფელ მარტყოფში ათწლეულებია დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, რაც გულისხმობს:

  • გაუმართავ სამარშრუტო ტაქსებს - მოსახლეობა გადაადგილდება გაუმართავი ტრანსპორტით, რაც გულისხმობს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას.
  • მოუწესრიგებელ გრაფიკს - სადგურიდან გამოსული სამარშუტო ტაქსების ხანგრძლივ, მოუწესრიგებელ და დაუდგენელ ინტერვალს, რომელიც უმეტესწილად დამოკიდებულია აღნუშნული მძღოლის გუნება-განწყობილებაზე.
  • მოუქნელ "გრაფიკს" - ის გრაფიკიც კი, რომლის მიხედვითაც უნდა სრულდებოდეს ტრანსპორტის გადაადგილება, არის მოუქნელი და მოკლე. (იგულისხმება სამუშაო დღის ნაადრევი და ხშირად თვითნებური დასრულება და "რეისების" გაცდენა.)
  • სოფლისათვის შეუსაბამო ტრანსპორტს - გარდა ტრანსპორტის გაუმართაობისა, ყველა ამჟამად არსებული სატრანსპორტო საშუალება არის ზედმეტად პატარა იმისათვის, რომ 7500 კაციან სოფელს გამართულად და წარმატებით მოემსახუროს. (ამ სერვისის არ არსებობის გამო კი გადატვირთულ ტრანსპორტში ხშირად ასვლა შეუძლებელია, ხოლო ფეხზე მდგომი მოქალაქეების უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.)
  • არაკვალიფიცირებულ მძღოლებს - მძღოლების არაეთიკურ დამოკიდებულებას მგზავრების მიმართ, რაც გამოიხატება მოძრაობის წესების ხშირი დარღვევით (რის შედეგადაც მგზავრთა ჯანმრთელობა ხშირად სასწორზე დევს); ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებით; რასისტული შეხედულებების ღია გამოვლინებებით (მარტყოფის ლტოლვილთა თავშესაფარში მცხოვრებ პირების მიმართ მომსახურების არ გაწევით); მგზავრებთან უხეში დამოკიდებულებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ხშირი გამოვლინებით.
  • მუდმივად მზარდ მგზავრობის ტარიფს - 2021 წლის მიწურულს მგზავრობის ფასი გაიზარდა 0.50 თეთრით, ხოლო ამა წლის მაისის თვეში გადასახადი კიდევ 0,50 თეთრით გაძვირდა, რის შედეგადაც მგზავრობის ღირებულება შეადგენს 2,50₾-ს.

უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე მოსახლეობის პროტესტის არაერთი ტალღის მიუხედავად, პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას.

აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, რადგან მგზავრების პროცენტულად უმეტეს ნაწილს ყოველდღიურად მინიმუმ 5 ლარის გადახდა უწევს სამსახურში/უნივერსიტეტში მისასვლელად და უკან, სოფელში დასაბრუნებლად. საშუალოდ მათი დღიური ხარჯი კი მათსავე ხელფასს უტოლდება.

შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურის და ყველა იმ სერვისისა თუ საჭიროების გარეშე რჩება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად არის საჭირო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობა თხოვნით მიმართავს გარდაბნის მერიასა და საკრებულოს, რომ დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც სოფელ მარტყოფის მოსახლეობა დგას.