დასრულებული
ადრესატი:
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს ქალბატონ სოფიო გორგოძეს
დაიწიოს უნარების გამოცდის ბარიერი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების (N 2/19; 03.01.19 წ.). შესაბამისად, ვფიქრობთ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლეში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ორმაგად გართულებულ ფორმატში ჩატარდა გამოცდა ზოგად უნარებში, რადგან აღნიშნული ბრძანების მუხლი 14.1-ის შესაბამისად გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ სტუდენტი შეძლებს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (45-დან მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ასეთი ზღვარი არის უმაღლესი სტანდარტი და ვფიქრობთ, სრულიად არავალიდური. ჩვენთვის გასაგებია, რომ ხსენებული რეგულაცია გარკვეულწილად მიმართულია ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგულობისა და მნიშვნელობის შენარჩუნებისკენ, მაგრამ, ამავდროულად სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის უცხოეთში მყოფ ახალგაზრდობას - დაბრუნდნენ საქართველოში. ცხადია, ჩვენ ქვეყანას არ აქვს დასაკარგი ადამიანური რესურსი. ამ გარემოებებმა გამოიწვია საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებში გამოცდის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები. მათში დარჩნენ ძალები, რომლებიც კვლავ გეგმავენ მგავსი აქციების გაგრძელებას, ამჯერად უკვე გამოცდების შედეგების უკანონოდ ცნობის შესახებ. ძირითად ნაწილს კი არ გვსურს სიტუაციის დაძაბავა. მდგომარეობიდან გამოსავალია კონსტრუქციული შეთანხმების მიღწევა, კერძოდ კი, ცვლილების შეტანა ხსენებულ ბრძანებაში, რომლითაც 50%-იანი ბარიერი დაიწევს 30%-იან ზღვრამდე. გთხოვთ, ბრძანების მუხლი 14.1 ჩამოაყალიბოთ შემდეგნაირდ: „გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 30%-ზე მეტის (მინიმუმ 14 ქულა) დაგროვებას.“
პატივისცემით:
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები: