საკონტაქტო ინფორმაცია
პეტიციაზე ხელმომწერ 30000 ამომრჩეველს, მიეცეს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

საჭიროა 9992 ხელმოწერა

8
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

პეტიციაზე ხელმომწერ 30000 ამომრჩეველს, მიეცეს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით, მინიმუმ 30000 ამომრჩეველს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება; თუმცა, ეს კანონი არ ვრცელდება მსგავს პეტიციებზე ხელმომწერ ადამიანებზე. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბევრ ქვეყანაში დაკანონებულია საკანონმდებლო ინიციატივის ეს, შედარებით მარტივი ფორმა და უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ უფლებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ჯანსაღი სახელმწიფოს ფორმირებაში. 
მოვითხოვოთ ჩვენც და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საქართველოს პარლამენტს. მხოლოდ ხალხის დახმარებით და მათი აზრის გათვალისწინებით გახდება შესაძლებელი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა სრულყოფილი თუ არა, უკეთესი მაინც!