საჭიროა 58 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
Შეჩერდეს ონლაინ-სიცრცეში კრიტიკის გამო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია.
გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. Გამოხატვის თავისუფლების დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.
2023 წლის ივნისში ონლაინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც ორი პირი დაჯარიმდა “TikTok”-სა და “Facebook”-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო. Პირველ შემთხვევაში დაჯარიმებული პირი “TikTok” ვიდეოში აკრიტიკებდა სატრანსპორტო პოლიტიკას და ლანძღვა-გინების ფორმით უცენზუროდ მოიხსენიებდა თბილისის მერს და მერიის თანამშრომლებს, შსს-ში დასაქმებულ პოლიციელებს, სუს-ის თანამშრომლებსა და სხვა არაიდენტიფიცირებულ პირებს. Მეორე შემთხვევაში დაჯარიმებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი პირების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ორივე პირი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
Სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით წვრილმან ხულიგნობად ითვლება საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. Ხოლო 173-ე მუხლით დასჯადია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
მიგვაჩნია, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისიწნებული სამართალდარღვევები არ შეიძლება ჩადენილ იქნეს შემდეგი მიზეზების გამო:
- Სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიზანია Საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დაცვა და დაპირისპირებულ პირებს შორის მყისიერი ფიზიკური კონფლიქტის თავიდან არიდება. Სოციალური ქსელების მომხმარებლები არ არიან იძულებულნი ნახონ, წაიკითხონ ან მოისმინონ ლანძღვა-გინების ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემცველი ინფორმაცია. Სოციალური ქსელების მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ აირიდონ თავიდან მათთვის არასასურველი გამოხატვა. Ამდენად, ონლაინ სივრცეში ლანძღვა-გინებას არ შეუძლია საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევა განსხვავებით ფიზიკურ სივრცეში ლანძღვა-გინების მოსმენისგან.
- ონლაინ სივრცეში ლანძღვა-გინებას ასევე არ შეუძლია დაპირისპირებულ პირებს შორის მყისიერი ფიზიკური კონფლიქტის წარმოქმნა.
- Სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიზანია სამართალდამცავ პირს ხელი არ შეეშალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. Ონლაინ სივრცეში ლანძღვა-გინებით აღნიშნული შედეგი ვერ მიიღწევა, რადგან ასეთ დროს არ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი ლანძღვა-გინების კრიტიკის ფორმით გამოხატვასა და სამართალდმცავთა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შორის. Გარდა ამისა, სამართალდამცავს პირებს გააჩნიათ თმენის ვალდებულება, რის მიხედვითაც ვალდებულნი არიან მოითმინონ კრიტიკის ლანძღვა-გინების ფორმით გამოხატვა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს ონლაინ სივრცეში კრიტიკის ლანძღვა-გინების ფორმით გამოხატვის შეზღუდვა!