საჭიროა 4746 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ბუღალტერთათვის დეკლარაციების მეორე დღე გამოცხადდეს არასამუშაო დღედ
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით ყოველთვიურად წარსადგენი დეკლარაციების ბოლო ვადა არის არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე; აქვე მოგახსენებთ რომ, რადგან მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით საბუღალტრო სფეროში დასაქმებული ადამიანებიც [ისევე როგორც სხვა ჭეშმარიტი ქართველები] ვმოქმედებთ რა ჩვენი თავისუფალი ნებითა და ცოტა უკონტროლო გენეტიკით დეკლარაციების წარდგენა ხდება დადგენილი ვადის ბოლო დღეს 24:00-მდე, რაც იწვევს ორგანიზმის გამოფიტვასა და დაბნეულობას დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადის მომდევნო სამუშაო დღე საბუღალტრო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის გამოცხადდეს უქმე დღედ.