საკონტაქტო ინფორმაცია
დაწესდეს კონტროლი კერძო ვეტერინალურ კლინიკებზე

საჭიროა 29837 ხელმოწერა

163
30000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

დაწესდეს კონტროლი კერძო ვეტერინალურ კლინიკებზე

მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერს, ბ-ნ კახა კალაძეს და საქართველოს მთავრობას,

დაწესდეს კონტროლი თბილისში და ზოგადად, საქართველოში არსებულ კერძო ვეტერინალურ კლინიკებზე.

ვეტერინარი ვალდებული უნდა იყოს:

1. ნებისმიერი სახის მეტიკამენტოზური და/ან ქირურგიული ქმედება, რომელიც ცხოველს ჩაუტარა, წერილობითი სახით, დიაგნოზთან ერთად, გადასცეს ცხოველის მეპატრონეს;

2. ჰქონდეს კანონიერი ვალდებულება, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ცხოველის ჯანმრთელობას და თუ არ შეუძლია მისი მკურნალობა, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე ცხოველის მეპატრონეს.

3. არსებობდეს ვეტერინალური მოღვაწეობისთვის აუცილებელი ლიცენზია, რომელიც, ცხოველთან გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოხატვის შემთხვევაში დაექვემდებარება შეჩერებას.