საკონტაქტო ინფორმაცია
სამართლიანობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

საჭიროა 314 ხელმოწერა

2186
2500
ადრესატი:
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სამართლიანობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2017 წლის სექტემბერში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაფიქსირდა ყოვლად უსამართლო და მიუღებელი ფაქტი! კერძოდ, აღნიშნული უნივერსიტეტიდან წინასწარი გაფრთხილებისა და რეალური არგუმენტების გარეშე უსამართლოდ გაუშვეს ათეულობით ლექტორი!

ლექტორები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით ქმნიდნენ უნივესიტეტის იმიჯს, ლექტორები, რომლებმაც იცოდნენ სტუდენტების საჭიროებების შესახებ და ცდილობდნენ საკუთარი სწავლების მეთოდები ყოფილიყო სწორედ ამ საჭირობებზე და მოთხოვნებზე მორგებული !

მათი განთავისუფლების შემდეგ დასახელდა სხვადასხვა მიზეზი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად აცდენილი და  განსხვავებულია, რაც პირდაპირ მიუთითებს ბიზნეს სკოლის დეკანატის არაკომპეტენტურობაზე კონკრეტული საკითხების მიმართ!

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მოვითხოვთ აღდგეს სამართლიანობა ჩვენს უნივერსიტეტში! შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული მიზნები და მოთხოვნები:

1.შეწყდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორების უსამართლო დევნა. ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აიღოს პასუხისმეგლობა და გაზაფხულის სემესტრიდან დააბრუნოს უსამართლოდ და უარგუმენტოდ გაშვებული ლექტორები!

2. სტუდენტებისა და ლექტორების მიმართ არაპროფესიონალური მიდგომის გამო დატოვოს თანამდებობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ნინო პატარაიამ.

3. სალექციო პერიოდი მაქსიმალურად იყოს მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე, რაც ლექტორების გაშვებით გამოწვეულმა პრობლემებმა ნათლად ცხადყო.

 

პ.ს თავისუფალი უნივერსიტეტი სტუდენტებს !!!!