საჭიროა 99920 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის მერია
ჯანსაღი ცხოვრება - კრიმინალის წინააღმდეგ
მსურს, გაგიზიაროთ იდეა, რომელმაც, აუცილებელია, საყოველთაო მნიშვნელობა შეიძინოს, რადგან ეს ეხება ყველა ჩვენგანს, ვისაც აწუხებს სასმელსა და ნარკოტიკებს თუ ქუჩურ გარჩევებს შეწირული თაობების ბედი. თავისთავად ცხადია, რომ ადამიანი, რომელიც სპორტით არის დაკავებული ნაკლებადაა თავის ენერგიასა თუ დროს მაქსიმალურად ამისაკენ მიმართავს და ნაკლებად „იხარჯება“ ზემოთ ნახსენებ ქუჩურ გარჩევებში.
ამის ერთგვარი გამოყენება დიდი ხანია დაიწყეს მაღალგანვითარებად ქვეყნებში, სადაც მაქსიმალური ხელშეწყობაა ცხოვრების ამ სტილისა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და იარაღი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ცხოვრების ჯანსაღი წესი.
შესაბამისად, მაქვს სურვილი, ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა, სახელმწიფოს ჩართულობა ამ ყველაფერში აუცილებელია. მან უნდა გახსნას სატრენაჟორო დარბაზები, სადაც ერთი თვის აბონიმენტი სიმბოლურად 10 ლარი ეღირება.
ეს ის თანხაა, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი შესწვდება. ბუნებრივია, შედეგი არ მოვა ერთ ან ორ თვეში, თუმცა ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების ჯანსაღი წესი ვაქციოთ ერთგვარ მოდად, მოდად, რომელიც ყოველ თაობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ საქმიანობაში როგორც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესები უნდა გადაიკვეთოს, რადგან ნებისმიერი კრიმინოლოგის აზრით და ასევე უამრავი სტატისტიკით, როგორც უკვე ვახსენე, ადამიანი, რომელიც სპორტულ ცხოვრებას მისდევს ნაკლებადაა მიდრეკილი კრიმინალის ჩადენისკენ, რადგან მას არ „უწევს“ ვინმესთვის დამტკიცება, თუ როგორი ძლიერია, არ „უწევს“ სუსტის დაჩაგვრა რადგან ის ხედავს, რომ ამ გზით ვერ მოიპოვებს აღიარებას საზოგადოებაში, საზოგადოებაში სადაც ასე ვცდილობთ თავის დამკვიდრებას.
სპორტული ცხოვრების წესი ჩვენს ახალგაზრდებს უბიძგებს ჯანმრთელი ცხოვრებისკენ და არა ნაკროტიკებისა თუ ალკოჰოლისაკენ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი თაობა, თუმცა ჯანსაღი თაობა ვერსაიდან გაჩნდება, თუკი ჩვენ არ გვექნება ხელშეწყობა. ამიტომ, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი, გაავრცელოთ ეს მანიფესტი, რომლის მიზანიცაა, მიიქციოს სახელმწიფოს ყურადღება. დავეხმაროთ ჩვენს საზოგადოებას საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში.
დამატებითი კითხვებისთვის და შეკითხვებისთვის მოგვმარეთეთ: https://www.facebook.com/jansagicxovrebakriminaliswinaagmdeg/