საჭიროა 4353 ხელმოწერა
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ᲐᲦᲓᲒᲔᲡ ᲑᲐᲠᲘᲐᲢᲠᲘᲣᲚᲘ ქირურგიული ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔ
ბევრს მიაჩნია რომ ბარიატრიული ოპერაცია ითვლება როგორც პლასტიკურ ოპერაციად,სინამდვილეში კი არიან ადამიანები რომლებსაც გადაადგილება,სუნთქვა და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ ჭარბი წონის გამო.
ჭარბი წონა იწვევს: შაქრიან დიაბეტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, ონკოლოგიურ პათოლოგიებს, არტერიული ჰიპერტენზიას... ჭარბი წონა აზიანებს სისხლძარღვებს რამაც ასევე შესაძლოა ადამიანი ინფარქტამდე მიიყვანოს. გულ-სისხლძარღვთა პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული ზედმეტ კილოგრამებთან.
ჭარბი წონა ზრდის ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკს, როგორებიცაა:
- დიაბეტი
- ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე
- მაღალი წნევა
- ძილის აპნოე
- ლიპიდების ცვლის დარღვევა
- ინსულინის მიმართ რეზისტენტობა
- მეტაბოლური სინდრომი
ბარიატრიული ოპერაციით კი გადავარჩენთ მათ სიცოცხლეს და დავუბრუნებთ ადამიანურ რეჟიმს!! დიდი ხარჯების გამო ვერ ხერხდება ოპერაციის ჩატარება და სავალალო შედეგამდე მიდის მდგომარეობა! გთხოვთ აღადგინოთ ბარიატრიული ქირურგიის დაფინანსება. მოაწერეთ პეტიციას ხელი ელექტრონულად რათა აღდგეს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება!