საჭიროა 9988 ხელმოწერა
12
10000
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საქართველოს საპატრიარქო
- საქართველოს სახალხო დამცველი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
უმაღლეს/პროფესიული სასწავლებლებში, კერძო/საჯარო სამსახურებში პირველადი დახმარების შემსწავლელი საბაზისო კურსი
ჩვენ რთულსა და დაძაბულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი თავსატეხი გაუჩინა კაცობრიობას: საგზაო შემთხვევები, გამონაბოლქვი, საცობები....ადამიანის გაუფრთხილებელმა საქციელმა აუცილებელი გახადა პირველადი დახმარების გაწევის ცოდნის აუცილებლობა. სამწუხაოდ, ქალაქებში არსებული საცობები ხშირად წარმოადგენს სასწრაფო ჯგუფის დაგვიანების მიზეზს, თუმცა ასევე აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც, მიუხედავად დროულად გამოცხადებისა, გარკვეულ წუთებსაც აქვს ადამიანისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა. შესაბამისად, მისი ცოდნა აუცილებელია და არა სასურველი... წარმოვიდგინოთ სტუდენტებს,რიგით მოქალაქეებს რომლებსაც ექნებათ სპეციალური პირველადი დახმარების კურსი განვლილი, ელემენტარული დახმარების გაწევა შეეძლებათ საჭიროების შემთხვევაში. საბოლოოდ კი, სამომავლოდ გვეყოლება გაცილებით მეტი კომპეტენტური ადამიანი აღნიშნულ საკითხში, რაც მინიმალურ ზღვარამდე დაწევს გარდაცვალების კოეფიციენტს საქართველოში.
პირველადი დახმარების შემსწავლელი კურსი აუცილებლად უნდა დაინერგოს უმაღლეს/პროფესიული სასწავლებლებში ნებისმიერ ფაკულტეტზე და , კერძო/საჯარო სამსახურებში.
აღნიშნული კურსი ითვალისწინებს ძირითადად პირველადი დახმარების აღმოჩენის შესწავლას, რათა თითოეული მოქალაქე საჭიროების დროს იყოს მეტად ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით და მაქმიმალურად მობილიზებული.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტს/მოქალაქეს გადაეცეს შესაბამისი სერთიფიკატი;
ჩატარდეს შემაჯამებელი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები;
სწავლის პერიოდში აუცილებელია ლექციების პარალელურად იყოს პრაქტიკული სამუშაოები;
სწავლის პერიოდში მეტი თვალსაჩინოებისთვის კურსი დაკომპლექტებული იყოს სპეციალური მულაჟებით, რომლებიც საშუალებას მისცემს უფრო რეალური გახადოს გადარჩენის ინსცენირება და ასევე სწორად მოხდეს გარკვეული პროცედურის შესწავლა.