საკონტაქტო ინფორმაცია
ბეტონის ქარხნის მშენებლობის შეჩერება დიდ დიღომში

დასრულებული

4033
4000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბეტონის ქარხნის მშენებლობის შეჩერება დიდ დიღომში

დიდ დიღომში დასახლებულ პუნქტთან ახლოს, შენდება ბეტონის ქარხანა. ბეტონის ქარხნის საცხოვრებელ ზონაში განთავსება წარმოადგენს დიდ საშიშროებას დიდი დიღმისთვის, ვინაიდან ეს გამოიწვევს ჰაერის დაბინძურების დონის ზრდას, ბეტონმზიდების მოძრაობა გამოიწვევს საცობების ზრდას, დიდ დიღომს არ გააჩნია მეტრო და მწვავედ დგას საცობების პრობლემა. რაც მთავარია, ბეტონის ნაწილაკები ქარის მიერ გადატანილ იქნება ათეულ კილომეტრებზე, რაც ასევე აისახება ქალაქის ჰაერის დაბინძურების დონეზე. ბეტონი და სამშენებლო მასალების ადამიანის სხეულში მოხვედრა, კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ვითხოვთ  ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა   N6743337  რომლითაც მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ნებადართულია ბეტონის ქარხანის მშენებლობა!  (საკადასტრო 01.72.14.005.456)

შეჩერდეს ყოველგვარი მშენებლობა საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე!

საქმე ეხება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!